• Ƀ/$

წარმატება ბიზნესში – საბავშვო მაღაზიათა ქსელი „შიკ ბებე“

9 ივლისი 12:54, 2018 წელი | Company news

წარმატებულ ბიზნესი არის იქ, სადაც ბიზნესსაქმიანობა ინოვაციური, წინასწარ დაგეგმილი მეთოდებითა და რისკების გაანსაზღვრით ხორციელდება, რადგან კონსერვატიული მიდგომა და ერთხაზოვნობა ხშირად  ბიზნესის წარუმატებლობის მიზეზი ხდება. 

მაღაზიათა ქსელი "შიკ ბებე" უკვე 6 წელია, საქართველოს ბაზარზეა და წარმატებით ვითარდება. ბრენდი  სასურველ ბიზნეს მოდელად იქცა.


დღესდღეისობით ის მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: mima, cam, babyzen yoyo, quinny, maxicosi, tuctuc და სხვ.


ქსელი აერთიენებს როგორც ხელმისაწვდოს, ასევე პრემიუმ ბრენდებს.


მცირე რჩევები "შიკ ბებეს" წარმომადგენლისგან, კომპანიის რომელსაც ნანახი აქვს თავისი გზა და წარმატებასაც მიაღწია: ადამიანები ხშირად უნაკლოდ ვეძებთ ჯადოსნურ კომბინაციას საქმიანობის წარმატებისთვის და შესრულებისთვის, როდესაც ერთადერთი რეალური გზა ეყრდნობა მიზანს – ნამდვილმა ბიზნესმენმა უნდა დაიწყოს რეალური ბიზნესი, რომელიც რეალურ პროდუქტებს ქმნის და მომსახურებას სთავაზობს რეალურ მომხმარებელს. საქართველოში ხშირად ხდება საქმის „შუა გზაზე“ მიტოვება. მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მათ შორს, მთავარი პრობლემა მარტივია, ბიზნესის დაწყებისას არ ვსვამთ უმთავრეს კითხვას – “ვინ იყიდის ჩვენს პროდუქტს/მომსახურებას?”. პირიქით, საქმიანობას იმ იმედით ვიწყებთ, რომ “თუ სხვა ყიდის, მეც გავყიდი”.


სინამდვილეში შეცდომა სწორედ აქ არის, მხოლოდ იმ იმედით საქმიანობის დაწყება, რომ ბაზარი წარმატებულია და იქ შესვლით ყველას წარმატება ელოდება, როგორც წესი, ბიზნესის დახურვით მთავრდება. კითხვა, "ვინ ხარ?" შეიძლება იყოს მარტივი, ან რთული, იმის მიხედვით, თუ რამდენად ფილოსოფიურია მიღება.


ინოვაციურ სამყაროში კომპანიებს არ გვაქვს ფუფუნება, მხედველობაში არ მივიღოთ და პასუხი არ გვქონდეს ამ კითხვაზე. ბრენდის წარმატება არა მარტო ღირებული მარკეტინგული აქტივობაა, არამედ პატარა სახელმძღვანელოც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული შეტყობინებები, არც გაყიდვების მოედანი, ეს დიდ საბაზრო ხმაურში საკუთარი თავის დამკვიდრებაა.


ჩვენ (შიკ ბებე) ვცდილობთ ვუსმინოთ ჩვენ მომხმარებელს, ვაკეთოთ საქმე სიყვარულით და დაუღალავად. ჩვენი ძირითადი მომხმარებელი საზოგადოების ყველაზე სენსიტიური ნაწილია – მათ შორის ორსული ქალები, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები. ვცდილობთ, ვაკმაყოფილებდეთ ყველა მათ მოთხოვნას, ამიტომაც წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, რომლებმაც იციან, დედის და ბავშვის თვალით როგორ უყურონ სამყაროს. ვუზრუნველყოფთ სერვისის მაღალ დონეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოფილა მცდარი ნაბიჯებიც, არაპროგნოზირებული უკუკავშირი. მაგრამ არუნდა დაგვავიწყდეს, ხშირად საუკეთესო იდეები გამოვლინდებიან დროის, სწავლისა და სხვადასხვა გამოწვევების შემდგომ.


ამიტომაც, ჩვენ ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ, გადავლახოთ ისეთი სიტუაციები, როგორებიცაა „აღარ შემიძლია“, „ძალიან დამღალეს“ და ა.შ. ასეთი სიტუაციები აუცილებლად გექნებათ, ამიტომაც მოიფიქრეთ წინასწარი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაიაროთ ეს რთული დღეები და რისი მიღწევა გსურთ ამით.


სხვა სიახლეები