• Ƀ/$

adsocial.ge - სოციალური მედიის მართვა

10 ივლისი 15:22, 2018 წელი | Company news

კომპანია Adsocial წარმოადგენს პროექტს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სოციალური მედიის პროფესიონალურ დონეზე მართვას.

ამ ბიზნესის იდეა ერთ-ერთი უნივერსიტეტის აუდიტორიის კედლებში დაიბადა და წარმატებულმა სტუდენტებმა მალევე განახორციელეს.


ქართულ ბაზარზე ონლაინ მარკეტინგმა დიდი დრო არ არის, რაც ფეხი მოიკიდა და მაღალ კონკურენციას არ უჩივის. თანამედროვე მსოფლიოში ციფრული მარკეტინგი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.


ონლაინ სივრცე ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, ამიტომ საჭიროა მუდმივი ძიება და კავშირი სიახლეებთან. Adsocial-ის გუნდი ექვსი, საკუთარ პროფესიაში გამოცდილი ადამიანისგან შედგება. გუნდის წევრები დამოუკიდებლად ქმნიდნენ პროდუქტს ბაზარზე.


ჩვენ საკმაოდ მისაღებ ფასებში გთავაზობთ სოციალური მედიის მართვას. ჩვენი პლუსი მდგომარეობს იმაში, რომ ვქმნით უნიკალურ კონტენტს და ვამყარებთ სრულყოფილ კომუნიკაციას აუდიტორიასთან. აქვე უნდა დაემატოს ისიც, რომ adsocial ზრუნავს გვერდების SEO ოპტიმიზაციაზე.


კომპანია ცდილობს ციფრული მარკეტინგის პოპულარიზაციაზე და ამ მიმართულებით ტრენინგებსაც აკეთებს. პირველი ტრენინგი შედგა სახელწოდებით “ციფრული სამყაროს შვიდი საიდუმლო”, რომლის აქტიურობიდან გამომდინარე დადგა საკითხი, რომ ეს არ ყოფილიყო ერთდჯერადი და მიეღო პერმანენტული სახე. ონლაინ მარკეტინგში SEO-ს მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ ტრენინგ კურსი ამ კუთხითაც.


ტრენინგს ამ საქმის სპეციალისტები კურირებენ. მათთვის ვისაც ციფრული სამყარო ან უბრალოდ ტექნოლოგიური სიახლეები აინტერესებს. Adsocial მომხმარებელს სთავაზობს საინტერესო სტატიებს ბლოგზე.


კომპანია პარასკევობით მომხმარებელს სთავაზობს ლაივ ჩართვებს, სადაც განხილულია ტექნოლოგიური და ციფრული სამყაროს სიახლეები. მომხმარებელს შანსი აქვს კითხვების დასმის, ასევე დისკუსიაში ჩართვისა და სურვილის გამოხატვის, თუ რა სახის სტატიების ნახვა სურს მომავალში.


კომპანიის დამფუძნებლის შოთა თელიაშვილის თქმით, Adsocial გაფართოებასა და ახალი სერვისების დამატებას აპირებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუქ ფეიჯი, ან საკონტაქტოდ გამოიყენოთ მეილი: adsocialgeorgia@gmail.com. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს - Adsocial.ge


სხვა სიახლეები