• Ƀ/$

Silentdisco - ინოვაციური ყურსასმენები

10 ივლისი 17:35, 2018 წელი | Company news

Silentdisco-ს იდეა რამდენიმე წლის წინ ევროპაში გაჩნდა. დამფუძნებლის სურვილი იყო საქართველოშიც ჩამოეტანა მსგავსი ტიპის ყურსასმენები და ქართველი მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა.

მალევე საჭირო გახდა ისეთი კომპანიების მოძიება, რომელიც მსგავსი მოდელის ყურსასმენებს აწარმოებდა. ასეთი კომპანია ჩინეთში აღმოჩნდა, დაამზადეს საკუთარი ლოგო და შეკვეთაც გავიდა.


Silentdisco-ს ყურსასმენები განსაკუთრებულია მისი შესაძლებლობებით. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჩართული იყოს სამი განსხვავებული მუსიკა და მსმენელმა თავად გადაწყვიტოს რომელი ურჩევნია.


ყურსასმენი მისი მარტივი აგებულიბიდან გამომდინარე, მსენელს უადვილებს საქმეს. ღილაკზე ერთი კლიკით შესაძლებელია მუსიკის ხმის კონტროლი და ვიზუალის (ანუ ფერის) შეცვლა. ყურსასმენს განსაკუთრებულად ლამაზსა და ეფექტურს led განათება ხდის.


ბაზარზე შესვლის პერიოდი დაემთხვა ზამთარს და ღია ცის ქვეშ ივენთებისთვის არახელსაყრელი დრო გამოდგა, თუმცა ამჟამად პროექტს საკუთარი ვებგვერდი აქვს, სადაც მომხმარებლებს შანსი აქვს მარტივად გაეცნონ ყურსასმენებზე მუშაობის პრინციპებს, გადახედონ ღონისძიებების იდეებს, თუ როგორ შეიძლება ყურსასმენების გამოყენება სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე და აირჩიონ რა სახით გამოიყენებენ.


მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 საათის შემდეგ ხმაური ბარებსა თუ რესტორნებში აიკრძალა, სწორედ ამიტომ silentdisco წარმოადგენს სწორ არჩევანს. ყურსასმენებით არსებული კლუბებისა და რესტორნების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ როგორც სასტუმროს სტუმრების მოთხოვნები ასევე, რესტორნის მომხარებელთა სურვილები.


Silentdisco დიჯეებსა და დამწყებ არტისტებს აძლევს კარგ შანსს გამართონ სხვადასხვა სახის შეჯიბრებები. ხაზი უნდა გაესვას იმ დეტალსაც რომ ყურსასმენები ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეულია და მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ის ერთი დატენვით ძლებს 8-დან 10-11 სთ-მდე, ხოლო მუსიკის მოსმენა შესაძლებელია ხუთასი მეტრის რადიუსში.


აღნიშნული აპარატურა არ ზღუდავს მომხმარებლების რაოდენობას. შესაძლებელია ერთ არხზე ასზე მეტი მომხმარებლის დაერთება.


Silendisco ნელ-ნელა ვითარდება. მომავალში Silendisco მომხმარებლებს შესთავაზებს სინქრონულ თარგმანს უკაბელო ყურსასმენებით, რომელიც ქართულ ბაზარზე ინოვაციას წარმოადგენს.


სხვა სიახლეები