• Ƀ/$

იაფი ავიაბილეთების საძიებო სისტემა

23 აგვისტო 10:55, 2018 წელი | Company news

Avia.ge არის ვებ-გვერდი, რომელიც ეხმარება მომხმარებელს ავიაბილეთების ონლაინ შეძენაში და სთავაზობს ხელსაყრელ ვარიანტს. საიტზე წარმოდგენილია ის ავია-კომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებიდან რეისებს ახორციელებენ.

საიტის შექმნის იდეა, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გაჩნდა და ცოტა ხნის წინ განხორციელდა კიდეც.


ვებ-გვერდს ყოველდღიურად ასეულობით მომხმარებელი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ყველა ინფორმაციის მიღება უფასოა.


საიტზე შეგიძლიათ აირჩიოთ ის ადგილი საიდანაც გსურთ გაფრენა და მიმართულება. მიუთითებთ სასურველ პერიოდს და მიიღებთ ინფორმაციას ავიაბილეთების ფასებსა და კომპანიების შესახებ.


ვებ-გვერდზე ნახავთ სხვადასხვა სიახლესა და საინტერესო ბლოგპოსტებს, მიიღებთ რჩევებს მოგზაურობისთვის, გაიგებთ პოპულარული მიმართულებების შესახებ და როგორ მოხვდეთ იქ იაფად. ასევე, საშუალება გაქვთ სხვადასხვა ავიაკომპანიის ფასდაკლებების შესახებ მიიღოთ ინფორმაცია.


სამომავლოდ avia.ge-ზე შესაძლებელი იქნება დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოცდილი კონსულტანტისგან დახმარება.


მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით იგეგმება სხვადასხვა ინოვაციური სერვისის დამატებაც.


სხვა სიახლეები