• Ƀ/$

ავიაბილეთების მობილური აპლიკაცია Avia.ge-ისგან

16 იანვარი 11:00, 2019 წელი | Company news

Avia.Ge და მისი მოხერხებული საძიებო სისტემა უკვე კარგადაა ნაცნობი მოგზაურთათვის. მისი საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იპოვნოთ და შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე დაბალ ფასად.

ამ ვებგვერდის ბაზაში გაერთიანებულია ყველა ცნობილი ავიაკომპანიის ფრენის გრაფიკი და საუკეთესო აქციების უახლესი მონაცემები. სწორედ ამიტომ ყველაზე საჭირო ინფორმაციის მოძიება რამდენიმე წუთში თქვენივე ხელით შეგიძლიათ. რაც მთავარია, კომფორტული ინტერფეისის ავტორი ბრენდი განვითარებას აქტიურად აგრძელებს და მომხმარებელს მნიშვნელოვან სიახლეებს ხშირად სთავაზობს. საკმაოდ საჭირო ვებგვერდის მომსახურებას უკვე დაემატა სატელეფონო ცხელი ხაზის დეპარტამენტი და კომფორტული საოფისე სერვისიც.


უახლესი ინფორმაციის თანახმად კი, Avia.Ge–ს წარმომადგენლებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი სიახლის დანერგვა გადაწყვიტეს. მათ ამჯერად საზოგადოებას თანამედროვე ინტერფეისით აღჭურვილი მობილური აპლიკაცია წარუდგინეს. ეს ახალი აპლიკაცია საიტის საძიებო სისტემასთან შედარებით საკმაოდ მეტი სააგენტოს მონაცემებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, მისი მეშვეობით ავიაბილეთების კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობა აქვს ყველა მის მომხმარებელს. 


რაც შეეხება ამ სიახლის ინტერფეისის ძირითად ფუნქციებს, ისინი ვებგვერდის მსგავსად სწრაფი და ეფექტური ინფორმაციის მიღების წყაროა. აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ გადახედოთ ავიაკომპანიების მიერ დანიშნული ფრენების გრაფიკს, რომლის კალენდარშიც დაბალფასიანი რეისების დღეებს პროგრამა თვითონ გამოგიყოფთ. ასევე ბილეთების ძიებისას, თქვენ გაქვთ მოძებნილი სიის რამდენიმე კატეგორიის მიხედვით დახარისხების ფუნქციაც.


მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ბილეთები გადაჯდომის ხანგრძლივობის, ბარგის ფასის და ფავორიტი ავიაკომპანიის მითითების მიხედვითაც კი. Avia.Ge–ს მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ შერჩეული ბილეთები პირდაპირ ავიაკომპანიების საიტზე შეიძინოთ. აღნიშნული ფუნქციის გამოყენებისას აპლიკაცია ავიაბილეთების ღირებულებას დამატებით საფასურს არ უმატებს.


ასევე, აღნიშნული პროცესის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციის დახმარებითვე შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც თითოეული მოგზაურობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. რაიმე ხარვეზის ან კითხვის შემთხვევაში, აპლიკაცია ასევე სატელეფონო დახმარების ხაზსაც გთავაზობთ. უახლოეს მომავალში მის სასარგებლო სერვისებს ასევე სასტუმროებისა და მანქანების გაქირავებაც დაემატება, რაც მოგზაურობის დაგეგმვას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.


სხვა სიახლეები