• Ƀ/$

როგორ ვიყო კარგი დამსაქმებელი?

17 მაისი 14:58 | Company news

ჩვენ პატარა საბუღალტრო კომპანია ვართ ეიბისი თაიმ და მე როგორც მენეჯერი ასე ვცდილობ ვიყო კარგი დამსაქმებელი.

1. სამუშაო საათები 10–დან 4–მდე, ხუთშაბათის და შაბათ-კვირის გარდა; (ხუთშაბათი, შაბათი და კვირა არის პირადი დრო სწავლისა, ოჯახისა და დასვენებისთვის);


2. პროფესიული კურსის დაფინანსება და სწავლაში ხელშეწყობა - წელიწადში ერთი მაინც, შარშან იყო IFRS სტანდარტის ოფიცერი, წელს სამშენელო სექტორი.


3, საშობაოდ, სააღდგომოდ და შვებულებაზე დამატებით 100 ლარი ხელზე ასაღები პრემია; (ამდენივე ოჯახის შექმნის ან ავადმყოფობის დროს); საჩუქრები თანამშრომელთა დედებისთვის დედის დღეზე, ასევე საჩუქრები 8 მარტსა და კომპანიის დაბადების დღეზე;


4, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტი;


5. ბავშვის შეძენისას პრემია 500 ლარი (ხელზე ასაღები);


6. საახალწლოდ კორპორაციული 2 დღიანი ოჯახის წევრებთან ერთად რომელიმე ბრენდულ სასტუმროში, წინა წლებში იყო გუდაური-ალპინა, მარკო პოლო, წელს - ბაკურიანი კრისტალი, ზაფხულში-კაჭრეთის ამბასადორი. ერთდღიანი თიმ ბილდინგი ოჯახებთან ერთად;


7. შეკრული გუნდი - რათა ადვილად შეძლონ ერთმანეთის შეცვლა და დახმარება;


8. ხელფასი ასეთი დაკავების პირობებში 1600-დან 2300-მდე (ხელზე ასაღები);


9. თანამშრომელთა სტრესული ფონის შემცირებისთვის, კლიენტთან ხელშეკრულების დადებისთანავე ვაცნობთ ჩვენს სამუშაო განრიგს, მაგალითად რომ 3 საათამდე შემოსულ მეილებზე ვრეაგირებთ იმავე დღეს, 3 საათის შემდეგ კი შემდეგ სამუშაო დღეს, რომ არასამუშაო დროს ზედდებულებს და ინვოისებს ვერ ვწერთ. და კიდევ მრავალ ნიუანს, რომ თანამშრომელსა და კლიენტს შორის სწორი მოლოდინები გაჩნდეს.


კიდევ ბევრი გეგმები მაქვს. ოფისი შევიძინეთ და აუცილებლად მოვაწყობ ბავშვთა კუთხეს, როცა ბაღი ან სკოლა დაკეტილია გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ დიდი სიხარულით მივიღოთ ჩვენი პატარები ჩვენთან.


მივიღებ წინადადებებს, რაც ჩემი გუნდის გახარებაში გამომადგება...


ხატია შიშმანაშვილი


სხვა სიახლეები