• Ƀ/$

ბიტკოინმა წელი ცუდად დაიწყო

2 იანვარი 12:36, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ წელი უჩვეულოდ ცუდად დაიწყო და პირველსავე ვაჭრობაზე 4,8% დაკარგა.

18 დეკემბერს მიღწეული რეკორდული ფასის შემდეგ (1 ბიტკოინი – $19 511) დღეს 13 624,56 აშშ დოლარის ნიშნულზეა ჩამოსული.


coinmarketcap.com–ის ცნობით, აზიის ბირჟებზეც რყევას განიცდის ბიტკოინი. ჰონკონგის ბირჟაზე მან დღეს 1,9% დაკარგა.


გასული წელი ბიტკოინმა ზრდით დაიწყო და წლის განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იყო. 2017 1–ელ იანვარს ბიტკოინმა 3,6% მოიმატა და ერთეულის ფასი $998–ის ნიშნულეზე დაფიქსირდა. ბიტკოინის კურსის წლიური ზრდა კი შთამბეჭდავ 1300%–ს შეადგენს.


სხვა სიახლეები