• Ƀ/$

მნიშვნელოვანი ცვლილებები კრიპტობაზარზე

3 იანვარი 12:27, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ციფრული ვალუტების ბაზარზე საყურადღებო ცვლილებებია. ბაზრის მთლიანმა კაპიტალიზაციამ 700 მილიარდ დოლარს პირველად გადააჭარბა. ბიტკოინი კვლავ პირველია, თუმცა მისი წილი კაპიტალიზაციაში 37%-მდეა შემცირებული. 

რიპლი შეუჩერებლად განაგრძობს ზრდას. დეკემბრის ბოლოს მან ეთერიუმს კაპიტალიზაციის რეიტინგში მეორე ადგილი დაათმობინა, ამჟამად მისი ღირებულება $2.65-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელთან შეადარებით 10-ჯერ მეტია. მხოლოდ გასულ 24 საათში მისმა ფასმა 15%-ით მოიმატა. ეთერიუმი მესამე ადგილზეა. 18%-იანი ზრდის შემდეგ ბიტკოინ ქეშის ფასი 2900 დოლარს მიახლოვდა. კარდანომ მეხუთე ადგილზე აინაცვლა. ლაითკოინის ღირებულებაც გაიზარდა, თუმცა მისი ფასი 30%-ზე მეტით ჩამორჩება 2 კვირის წინანდელ მაქსიმუმს. სტელერი ათეულში აღმოჩნდა. ბოლო 1 კვირაში მისმა ღირებულებამ 190%-ით მოიმატა. ნემის, იოტას და დეშის ღირებულებაც სხვადასხვა პროცენტული სიდიდით გაიზარდა. კაპიტალიზაციით 100 მილიარდ დოლარიან ზღავრს ამჟერად უკვე 2 ციფრული ვალუტა აჭარბებს, 10 მილიარდიან ზღავრს - 9, ხოლო 1 მილიარდიანს - 36.



სხვა სიახლეები