• Ƀ/$

ფინანსთა სამინისტრომ 40 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

3 იანვარი 15:32, 2018 წელი | ფინანსები

2018 წლის 3 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 77 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.250%-ით, მაქსიმალური - 7.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.433%-ით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები