სოფლის მეურნეობა
საძოვრები
„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1713435235

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.

1712138148

„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.


სხვა სიახლეები
მაღალანაზღაურებადი მსახიობები
ყველა დროის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი როლები - ვინ რამდენი მილიონი მიიღო საკულტო გმირის შექმნისთვის?

სტუდიური კონტრაქტების ოქროს ხანიდან დაწყებული სტრიმინგ გიგანტების ციფრული ეპოქით დასრულებული, ჰოლივუდი ყოველთვის ახერხებდა მსოფლიო აღეფრთოვანებინა და ამაში თანხებსაც არასოდეს იშურებდა.ისეთმა სახეებმა, როგორიცაა მერილინ მონრო და მარლონ ბრანდო, თავის დროზე მილიონები გამოიმუშავეს. თუმცა არიან სხვა, თანამედროვე მსახიობებიც, რომლებმაც საკულტო გმირები შექმნეს და სწორედ მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებში მიიღეს ყველაზე მაღალი ანაზღაურება.ტომ ჰენქსის ხელფასი ფორესტ გამპისთვის - 60 მილიონი დოლარი ტომ ჰენკსმა რობერტ ზემეკისის ფორესტ გამპის ტიტულოვანი პერსონაჟის დაუვიწყარი პორტრეტით, რომელმაც ოსკარის პრემიის მფლობელმა 60 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ტინსელთაუნის ოქრო მოიპოვა.55 მილიონი დოლარის ბიუჯეტით შექმნილმა Forrest Gump-მა გამოიმუშავა 330 მილიონი დოლარი აშშ-სა და კანადაში და 348 მილიონი დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე, მთლიანობაში 678 მილიონი დოლარი მსოფლიო მასშტაბით.ადამ სენდლერის ხელფასი The Ridiculous Six- თვის 62,5 მილიონი დოლარისენდლერმა 2014 წელს გააფორმა ხელშეკრულება Netflix-თან ოთხ სურათზე, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 250 მილიონი დოლარია - ანუ 62.5 მილიონი დოლარი თითო ფილმზე.The Ridiculous Six იყო ამ მომგებიანი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი.ჰარისონ ფორდის ხელფასი ინდიანა ჯონსისა და ბროლის თავის ქალისთვის - 65 მილიონი დოლარიჰარისონ ფორდმა სტივენ სპილბერგის ფილმში „ინდიანა ჯონსი და კრისტალური თავის ქალა“, საოცარი ანაზღაურება მიიღო.ფორდის უკან დაბრუნება ინდიანა ჯონსის მეოთხე ფილმისთვის არ იყო მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის თავგადასავალმა 175 მილიონი დოლარი მოიტანა შიდა და 209 მილიონი აშშ დოლარი საერთაშორისო დონეზე, რითაც მისი გლობალური შემოსავალი 348 მილიონ დოლარამდე აიწია.ჯონი დეპის ხელფასი “ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ - 68 მილიონი დოლარიჯონი დეპმა 68 მილიონი დოლარი მიიღო ტიმ ბარტონის ფილმში „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ შეშლილი ქუდის როლისთვის, რამაც იგი 2010 წელს ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად აქცია.დეპის თანამშრომლობა ბარტონთან უკვე წარმატებული იყო, მან მოიგონა ისეთი კლასიკა, როგორიცაა “ედვარდ მაკრატელი“, “სვინი ტოდი“ და “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.ფილმმა გამოიმუშავა 1 მილიარდი დოლარი მსოფლიო მასშტაბით.სანდრა ბალოკის ხელფასი ფილმისთვის “გრავიტაცია“ - 70 მილიონი დოლარისანდრა ბალოკის მოგებამ პიკს მიაღწია 2013 წლის Gravity-ით. მარტოხელა ასტრონავტის როლისთვის, რომელიც იბრძოდა კოსმოსური ტრილერში გადარჩენისთვის, მან 70 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც იმ წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.ფილმის გლობალური შემოსავალი 773 მილიონ დოლარზე მეტია.რობერტ დაუნი უმცროსის ხელფასი ფილმისთვის “შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ - 75 მილიონი დოლარიდაუნი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის Avengers: Infinity War-ში ითამაშა.ფილმის შემოსავალმა შეერთებულ შტატებსა და კანადაში 858,4 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სხვა ტერიტორიებზე 1,941 მილიარდი დოლარი, მსოფლიო მთლიანობაში 2,799 მილიარდი დოლარი.ტომ კრუზის ხელფასი ფილმისთვის Mission Impossible: Ghost Protocol - 75 მილიონი დოლარიტომ კრუზმა 2011 წლის Mission: Impossible - Ghost Protocol-ში მთავარი როლისთვის 75 მილიონი დოლარი მიიღო.Ghost Protocol-მა გამოიმუშავა 209,4 მილიონი აშშ დოლარი ჩრდილოეთ ამერიკაში და 485,3 მილიონი აშშ დოლარი სხვა ქვეყნებში, მსოფლიო მასშტაბით 694,7 მილიონი აშშ დოლარი.კიანუ რივზის ხელფასი “მატრიცის“ ტრილოგიისთვის - 83,3 მილიონი დოლარიკიანუ რივზის მოგზაურობამ, როგორც ნეოს როლი ვაჩოვსკის დამაფიქრებელ სამეცნიერო ფანტასტიკურ ტრილოგიაში, ხელახლა განსაზღვრა სამოქმედო ჟანრი და მოიპოვა ადგილი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის.მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი ბუნდოვანია, The Hollywood Reporter-ის ცნობები ვარაუდობენ, რომ რივზმა ტრილოგიიდან 83,3 მილიონი დოლარი მიიღო.ტრილოგია უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა და მთლიანობაში 1,21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა მსოფლიო სალაროებში.უილ სმიტის ხელფასი “შავებში კაცებისთვის 3“ - 100 მილიონი დოლარიმისი საკულტო აგენტ J-ის როლის ხელახლა შესრულებამ მას $100 მილიონი მისცა. ფილმმა “მამაკაცები შავებში 3“ გლობალურად 654 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.წყარო: therichest.com

სხვადასხვა 1713614340

გერმანიის ვიზები
გერმანიამ რუსებზე ვიზების გაცემა მკვეთრად შეამცირა

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემა საგრძნობლად შეამცირა. ინფორმაციას Deutsche Well გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.კერძოდ, გასულ წელს რუსებზე მხოლოდ 15,221 ვიზა გაიცა, მაშინ, როცა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ისინი რაოდენობით გერმანული „შენგენის“ მიმღებ მეორე ჯგუფს წარმოადგენდნენ. მაგალითად, 2019 წელს გერმანიის ვიზა რუსეთის 325,840 მოქალაქემ მიიღო.გაცემული ვიზების რაოდენობით რუსებს ბელარუსებმაც გადაუსწრეს. კერძოდ, 2023 წელს გერმანიის საელჩომ მინსკში 51,872 შენგენის ვიზა გასცა, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 35,205-ს შეადგენდა. ბელარუსები გერმანული “შენგენის” მიმღებთა ტოპ 5-ეულში მოხვდნენ, ხოლო 100 ათას მოქალაქეზე გაცემული 563 ვიზის რაოდენობით ბელარუსს მხოლოდ კოსოვო უსწრებს, რომლის 100 ათას მცხოვრებზეც 3,172 ვიზა გაიცა. გერმანიის ყველაზე მეტი, ანუ 197,602 ვიზა თურქეთში გაიცა, შემდეგი 157,769 ვიზით ჩინეთია, რომელსაც ინდოეთი (119,250) და კოსოვო (56,194) მოსდევს.უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის რიგმა ქვეყანამ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა. მათ შორის არის ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ლატვია და ლიეტუვა. ევროპაში მოსახვედრად რუსეთის მოქალაქეებმა განაცხადების წარდგენა მასობრივად “ციფრული მომთაბარის” ვიზებზე დაიწყეს. კერძოდ, გასული წლის იანვრიდან აპრილამდე რუსეთში ასეთ ვიზებზე მოთხოვნა, თითქმის, ხუთჯერ გაიზარდა, რამაც მთლიანობაში 15,600 განაცხადი შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში სულ 3,300 აპლიკაცია დაფიქსირდა. “ციფრული მომთაბარის” ვიზის მისაღებად რუსებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ესპანეთია, რომლის წილიც მთლიან განაცხადებში 37%-ია. შემდეგი პორტუგალია (17.5%), იტალია (7%) და საბერძნეთია (4%).

საზოგადოება 1713606780

ოქრო
ოქროს ფასი 0,7%-ით შემცირდა

ოთხშაბათს ვაჭრობაში ოქროს ფასი დაეცა, მაგრამ ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოს დარჩა.ივნისის ოქროს ფიუჩერსები ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე 0,67%-ით დაეცა და 2 391,7 აშშ დოლარი შეადგინა.გასულ კვირას ისტორიაში პირველად ფასმა 2400 დოლარს გადააჭარბა და მას შემდეგ ამ დონეზე დარჩა, მიუხედავად დოლარის გაძლიერებისა და აშშ-ის სახაზინო შემოსავლების ზრდისა, რაც ჩვეულებრივ ძვირფასი ლითონებისთვის უარყოფითი ფაქტორებია .ოქროს ფასის ზრდას მხარს უჭერს ცენტრალური ბანკების მაღალი მოთხოვნა, რომლებიც ყიდულობენ გლობალური წარმოების დაახლოებით 25%-ს, წერს The Wall Street Journal. გარდა ამისა, ოქრო პოპულარულია კერძო ინვესტორებში. 

ეკონომიკა 1713606240

დიღმის ჭალები
„საზღვრები სასწრაფოდ უნდა დამტკიცდეს“ - რა ბედი ელის დიღმის ჭალებს

„დიღმის ჭალების საზღვრების სასწრაფოდ უნდა დამტკიცება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა.გასულ კვირას დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხებოდა ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობას. ამ ეტაპზე დიღმის ჭალების კვლევა მიმდინარეობს, კვლევა 2 თვეში დასრულდება, შემდეგ კი პროცესი დაპროექტების ნაწილზე გადავა.„თბილისის გენერალური გეგმით, მტკვარი მხოლოდ ფონიჭალის და დიღმის ჭალების არეალშია ბუნებრივი სახით, სხვაგან ყველგან მას ჯებირები აკრავს, რაც ძალიან ცუდია, რადგან მოქალაქეებმა დაკარგეს მდინარე. გენერალური გეგმის კონცეფციით განსაკუთრებით ამ არეალებში უნდა გაკეთდეს საქალაქო პარკები“, - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ. არქიტექტორის თქმით, დიღმის ჭალებში არის რამდენიმე პრობლემა მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ბიომრავალფეროვნება. ამასთანავე, გამოწვევას წარმოადგენს კონკრეტული არეალის აღდგენის საკითხიც.„დიღმის ჭალის არეალში დაიწყეს პარკის მშენებლობის პროექტი. ახლა არიან კვლევის სტადიაზე, რომელზეც ჩართულები არიან უცხოელები. როგორც გამოიკვეთა, დიღმის ჭალებში არის ბიომრავალფეროვნების პრობლემა, პრობლემურია ცალკეული არეალების აღდგენა“, - დასძინა არქიტექტორმა.კითხვაზე, რა დრო დასჭირდება დიღმის ჭალების აღდგენას, არქიტექტორი გვპასუხობს, რომ განისაზღვრება გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღდგენა, ტერიტორიის მოცულობიდან გამომდინარე, დიდ დროს საჭიროებს.როგორც ბოლქვაძე ამბობს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია დიღმის ჭალების საზღვრების დამტკიცება, რათა სამომავლოდ მშენებლობების დაწყების საშიშროება აღმოიფხვრას.„ამ ეტაპზე აუცილებელია საზღვრების დამტკიცება, იმიტომ, რომ არის საშიშროება, რომ ამ ტერიტორიაზე შეიჭრას რომელიმე ინვესტორი, ამიტომ საზღვრები სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს და დამტკიცდეს, რომ არ მოხდეს სამშენებლო პროექტების განხორციელება“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.ცნობისთვის, დიღმის ჭალების აღდგენასთან დაკავშირებით საუბარი წლებია მიმდინარეობს. ადგილი უკანონო მასშტაბური კარიერული და სამრეწველო საქმიანობისა და სამშენებლო ნარჩენებისგან არის დაბინძურებული. დიღმის ჭალების მცველები 4 წელზე მეტია იბრძვიან ტერიტორიის გადარჩენისთვის.

საზოგადოება 1713600120

იანგ ჰუიანი
BMW-ს და Heineken-ის მეწილეები - ვინ არიან უცნობი მდიდარი ქალები მსოფლიოდან

ქალები აკონტროლებენ მსოფლიო კერძო სიმდიდრის მესამედს. წარმატებულ, მილიარდერ ქალებს თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს და მედიაც ხშირად წერს მათზე.ნაწილმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო და ოჯახური ბიზნესის მართვა გააგრძელა. ნაწილმა კი მილიარდერის სტატუსი თავად მოიპოვა და მათი ისტორია უამრავი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა.არსებობენ მილიარდერის სტატუსის მქონე ქალები, რომლებიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და მედიას გაურბიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს: იანგ ჰუიანი და ოჯახიწმინდა ქონება: 30,6 მილიარდი დოლარიიანგ ჰუიანი (Yang Huiyan) არის Country Garden Holdings-ის უმრავლესობის აქციონერი და 24-ე უმდიდრესი ადამიანი ჩინეთში. ამჟამად ის არის აზიის ყველაზე მდიდარი ქალი.ის არის იანგ ჰუიონიაქის ქალიშვილი, რომელმაც 1997 წელს დააარსა თავისი კომპანია Biguiyuan. 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, იანგ ჰუიანის წმინდა ქონება შეფასებულია 30,6 მილიარდ დოლარად.სიუზან კლატენიწმინდა ქონება: 24,2 მილიარდი დოლარისუზანმა ქონება 2015 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. კლატენი სხვა კომპანიებთან ერთად ფლობს წილებს BMW-ში, SGL-სა და Altana-ში. 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, სიუზან კლატენის ქონება 24,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.ლორენ პაუელ ჯობსიწმინდა ქონება: 19,9 მილიარდი დოლარილორენ პაუელ ჯობსი არის ამერიკელი ბიზნესმენი, აღმასრულებელი და Emerson Collective-ის დამფუძნებელი, რომელიც მხარს უჭერს განათლებისა და საიმიგრაციო რეფორმის, სოციალური სამართლიანობისა და გარემოს დაცვის პოლიტიკას.2024 წლის თებერვლის მონაცემებით, ლორენ პაუელ ჯობსის ქონება შეფასებულია 19,9 მილიარდ დოლარად.ჟონ ჰუიჯუანიწმინდა ქონება: 18,9 მილიარდი დოლარიჟონ ჰუიჯუანი არის Hansoh Pharmaceutical-ის თავმჯდომარე. ეს არის წამლების მწარმოებელი ჩინური კომპანია.ჰუიჯუანი ცხოვრობს შანხაიში მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე ფარმაცევტული მილიარდერია. იგი იზიარებს კომპანიის 75%-ზე მეტ საკუთრებას თავის ქალიშვილ სუნ იუანთან.2024 წლის თებერვლის მდგომარეობით მისი წმინდა ქონება შეფასებულია 18,9 მილიარდ დოლარად.ვუ იაჯუნიწმინდა ქონება: 17,9 მილიარდი დოლარივუ იაჯუნი არის Longfor Properties-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და უძრავი ქონების დეველოპერი ჰონგ კონგში. მან კომპანია 1993 წელს ყოფილ ქმართან, კაი კუისთან ერთად დააარსა. 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, ვუ იაჯუნის წმინდა ქონება შეფასებულია 17,9 მილიარდ დოლარად.ირის ფონტბონა და ოჯახიწმინდა ქონება: 15,5 მილიარდი დოლარიირის ბალბინა ფონტბონა გონსალესი არის ჩილელი მილიარდერი ბიზნესმენი. ის არის ანდრონიკო ლუკსიჩ აბაროას ქვრივი და მილიარდერი გახდა Antofagasta PLC-ის მემკვიდრეობით მიღების შემდეგ.2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, ირის ფონტბონას წმინდა ქონება შეფასებულია 15,5 მილიარდ დოლარად.ავარიას დე კარვალიო-ჰაინეკენიწმინდა ქონება: 15,4 მილიარდი დოლარიშარლენ დე კარვალიო-ჰაინეკენი არის ჰოლანდიელი ინგლისელი ბიზნესმენი. ის ფლობს 25%-იან საკონტროლო წილს ლუდის მწარმოებელ კომპანია Heineken International-ში.Heineken International არის მე-3 უდიდესი ლუდის მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. შარლინი არის Heineken-ის აღმასრულებელი დირექტორი და როდესაც მამამისი გარდაიცვალა, მან მემკვიდრეობით მიიღო 3 მილიარდი ფუნტი, რამაც იგი მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიაში შეიყვანა.2024 წლის თებერვლის მონაცემებით, შარლენ დე კარვალიო-ჰაინეკენის წმინდა ქონება შეფასებულია 15,4 მილიარდ დოლარად.კირსტენ რაუსინგიწმინდა ქონება: 13,2 მილიარდი დოლარიკირსტენ რაუსინგი ფლობს Tetra Laval ჰოლდინგის 33%-ს და აქვს ადგილი საბჭოში მისი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.2024 წლის თებერვლის მონაცემებით, კირსტენ რაუსინგის წმინდა ქონება შეფასებულია 13,2 მილიარდ დოლარად.ვანგ ლაიჩუნიწმინდა ქონება: 12,7 მილიარდი დოლარივანგ ლაიჩუნი არის ჩინეთის თავმჯდომარე ელექტრონიკის კონექტორების მწარმოებელი Luxshare Precision Industry-ში და Apple-ის დიდი მიმწოდებელი. ლაიჩუნი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ინდუსტრიაში, მაგრამ 1999 წელს გადაწყვიტა წასულიყო და ძმასთან პარტნიორობით შეეძინა Luxshare.2024 წლის თებერვლის მონაცემებით, ვანგ ლაიჩუნის წმინდა ქონება შეფასებულია 12,7 მილიარდ დოლარად.წყარო: lovemoney.com  

საზოგადოება 1713600000

ამსტერდამი
ამსტერდამში ახალი სასტუმროები აღარ აშენდება

ამსტერდამის ხელისუფლება ჭარბი ტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქალაქში ახალი სასტუმროების მშენებლობას აღარ დაუშვებს. ამის შესახებ განცხადებას ქალაქის მერია თავის ვებგვერდზე ავრცელებს.„არა - ახალ სასტუმროებს! ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ ქალაქი, რომ საცხოვრებლად კვლავ გამოსადეგი იყოს მცხოვრებლებისთვის და ვიზიტორებისთვის. არანაირი ჭარბი ტურიზმი, არანაირი ახალი სასტუმრო და არაუმეტეს 20 მილიონი ტურისტული ღამის თევა წელიწადში”, - წერია განცხადებაში.მერიის ცნობით, ამსტერდამში ახალი სასტუმროს მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ რომელიმე ძველი სასტუმრო დაიხურება ან თუ ახალი სასტუმრო ეკოლოგიურად უკეთესი და უფრო თანამედროვე იქნება. თუმცა მსგავსი სასტუმროების მშენებლობას მერია მხოლოდ ისტორიული ცენტრის მიღმა დაუშვებს. ახალი აკრძალვა არ შეეხება იმ სასტუმროებს, რომლის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია.

სხვადასხვა 1713596640