• Ƀ/$

იაპონიის საფონდო ბირჟის ინდექსი 26 წლის მაქსიმუმზეა

4 იანვარი 19:42, 2018 წელი | ფინანსები

მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის იაპონიის მთავარი საფონდო ბირჟის Nikkei 225-ის ინდექსი გასული 24 საათის განმავლობაში რეკორდულად 741 პუნქტით, 3.26%-ით გაიზარდა.

 

23506 პუნქტი ესაა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1992 წლის შემდეგ.

ტოკიოს საფონდო ბირჟა 1878 წელს დაარსდა. Nikkei 225 კი რომელიც 225 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს 1950 წელს დაფუძნდა. 

იაპონიის ეკონომიკა 2011 წლის ცუნამის შემდეგ 2%-ზე მეტით აღარ გაზრდილა. 2016 წელს ზრდა მხოლოდ 1% იყო, 2017 წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მესამე კვარტალში კი ზრდამ 2.5% შეადგინა და სავარაუდოდ წლიური ზრდაც 2%-ზე მეტი აღმოჩნდება.

2018 წელი მხოლოდ ახლა დაიწყო, სტარტი იაპონიისთვის შესანიშნავი აღმოჩნდა.


სხვა სიახლეები