• Ƀ/$

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა

5 იანვარი 10:15, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარი ზრდას განაგრძობს. ჯამური კაპიტალიზაცია $765 მლრდ-ს გადასცდა.

ბიტკოინის ღირებულება მცირედით 3%-ით გაიზარდა, თუმცა მისი ფასი კვლავ 16 000 დოლარზე ნაკლებია. 3 კვირიანი ზრდის შემდეგ რიპლის ფასი 11%-ით შემცირდა, თუმცა კაპიტალიზაციის რეიტინგში ჯერჯერობით მეორე ადგილს ინარჩუნებს. ეთერიუმის ფასი 9%-ით გაიზარდა. ის მესამე ციფრული ვალუტაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 100 მილიარდს გადააჭარბა. ბიტკოინ ქეშისა და კარდანოს ღირებულება შემცირდა. ათეულში აღმოჩნდა ტრონი, რომლის ფასმაც გასულ 24 საათში 92%-ით მოიმატა, 1 კვირაში კი 550%-ით. ნემისა და სტელერის ღირებულება 10%-ზე მეტით შემცირდა. ლაითკოინი და დეში კი მცირედით გამყარდა. კაპიტალიზაციით 1 მილიარდ დოლარიან ზღვარს 38 ციფრული ვალუტა აჭარბებს. 10 მილიარდიანს - 10, ხოლო 100 მილიარდიანს 3: ბიტკოინი, რიპლი და ეთერიუმი.



სხვა სიახლეები