• Ƀ/$

ცუკერბერგი კრიპტოვალუტას FaceCoin ქმნის

5 იანვარი 14:31, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

Facebook-ის შემქმნელი პარკ ცუკერბერგი საკუთარ სოციალურ ქსელში კრიპტოვალუტებისადმი ინტერესს გამოხატავს.

პოსტში აღნიშნულია, რომ ცუკერბერგი კრიპტოვალუტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლას გეგმავს, რათა ისინი სოციალური ქსელის მომხმარებელთა სასარგებლოდ უკეთესად გამოიყენოს. მარკის სიტყვების ქვეტექსტში ბევრმა ამოიკითხა მისი განზრახვა – შექმნას ახალი კრიპტოვალუტა FaceCoin. ამის შესახებ ჭორები ისედაც დიდი ხანია ვრცელდება.


ნიშანდობლივია, რომ პრიპტოვალუტის პირველი მილიარდერები ცუკერბერგის პირადი მტრები – ძმები უინკლვოსები გახდნენ. მათ ცუკერბერგთან Facebook-ის პირველი ნაბიჯების დროს ჰქონდათ სასამართლო დავა. ამის შემდეგ კი საკუთარი სახსრები ბიტკოინში დააბანდეს.


სხვა სიახლეები