• Ƀ/$

საფონდო ბირჟების მიმოხილვა

5 იანვარი 20:03, 2018 წელი | ფინანსები

ახალი წელი საფონდო ბირჟებისთვის პოზიტიურად დაიწყო. ინდექსებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიმატა.

ლონდონში FTSE All share 0.3%-ით გაიზარდა, FTSE 250 კი0.49%-ით. ამსტერდამში ინდექსის ზრდამ 0.47% შეადგინა, მადრიდში 0.51%, პარიზში 0.78%-ით. ზრდა კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა პარიზსა და მოსკოვში. აშშ-ში როგორც ნიუ-იორკის, ასევე ჩიკაგოს ბირჟებმა დღე მატებით დაასრულეს, უფრო მეტიც აშშ-ს ბირჟების ინდექსები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ისტორიულ მაქსიმუმს ვერა, მაგრამ 26 წლიან რეკორდს ხსნის ტოკიოს ბირჟა. 4 იანვარს ინდექსის ფასმა 3.26%-ით მოიმატა, რაც უჩვეულოდ მაღალია ისეთი დიდი ზომის ეკონომიკისათვის როგორიც იაპონიაა, ამის შემდეგაც მან 0.89%-იანი ზრდა აჩვენა. ბომბეიში, ჰონგკონგში, შახაისა და სიდნეიში ასევე გამწვანდა მონიტორები.



 


სხვა სიახლეები