• Ƀ/$

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა

6 იანვარი 14:08, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

მაშინ როცა შაბათ-კვირას საფონფო ბირჟები იხურება და ტრადიციული ვალუტითაც ვაჭრობა წყდება, კრიპტობაზარი არ ჩერდება.

გასული 24 საათის განმავლობაში ბიტკოინი ძველი პოზიციების აღდგენას ცდილობდა. მისი ღირებულება 5%-ზე მეტით გაიზარდა და $17000-ს მიუახლოვდა. რიპლის ფასი შემცირდა, თუმცა ღირებულება კვლავ აღემატება 3 დოლარს. ეთერიუმი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. ბიტკოინ ქეშის ფასმა 2500 დოლარს გადააჭარბა, 22%-იანი ზრდის შემდეგ ლაითკოინის ღირებულებამ წელს 300 დოლარიან ზღვარს პირველად გადააჭარბა. ნემი მცირედით გაუფასურდა. 1 კვირიანი 500%-იანი ზრდის შემდეგ ტრონის ფასიც შემცირდა, თუმცა ადგილს აღეულში კვლავ ინარჩუნებს.


რაც შეეხება კაპიტალიზაციით ათეულს მიღმა მყოფ ვალუტებს, 77%-იანი ზრდის შემდეგ 20-ე ადგილზე აინაცვლა ბაიტკოინმა, მისი კაპიტალიზაცია უკვე $2.8 მლრდ-ს აჭარბებს. 90%-იანი ზრდის შემდეგ 21-ე პიზიცია დაიკავა სიკოინმა, 1 კვირაში ამ ვალუტის ღირებულებამ 200%-ზე მეტით მოიმატა. 30%-იანი ზრდის შემდეგ დოგკოინი 5 პოზიციით დაწინაურდა და 1.5 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით 31-ე ადგილი დაიკავა. 130%-იანი ზრდა დასჭირდა კინ-ს რომ „მილიარდელების სიაში“ მოხვედრილიყო. მისი ღირებულება 1 კვირაში 487%-ით გაიზარდა.



სხვა სიახლეები