• Ƀ/$

კრიპტობაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ $800 მლრდ-იანი ზღვარიც გადალახა

7 იანვარი 16:22, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარი ზრდას განაგრძობს. მთლიანმა კაპიტალიზაციამ პირველად 800 მილიარდ დოლარიან ზღვარს გადააჭარბა და 830 მილიარდს მიაღწია.

ბიტკოინის ფასი მდორედ იზრდება, მან 17000 დოლარიან ზღვარს მცირედით გადააჭარბა, მთელს კაპიტალიზაციაში ბიტკოინის წილი სხვა ციფრული ვალუტების უფრო მაღალი ზრდის ფონზე 34.4%-მდე შემცირდა. რიპლი 4.6%-ით გაძვირდა, ეთერიუმი 9,7%-ით. 14%-იანი ზრდის შემდეგ ბიტკოინ ქეშის ფასმა $3000-ს გადააჭარბა. კარდანო, ლაითკოინი, იოტა და ტრონი მცირედით გაუფასურდნენ. ნემი კი 6%-ზე მეტით გამყარდა.

იმ ციფრული ვალუტების რაოდენობამ, რომელთა კაპიტალიზაცია 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს 43-ს მიაღწია, რაც ასევე მორიგი რეკორდია. ქიტიუმმა 48%-იანი ზრდა აჩვენა და 14-ე ადგილზე აინაცვლა, 27%-იანი ზრდის შემდეგ რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა ზიქეშიც. გასული 24 საათი ყველაზე წარმატებული დენტაკოინისთვის აღმოჩნდა, რომელის ღირებულებამაც 107%-ით მოიმატა.

2018 წლის დაგომიდან დღემდე, 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე ციფრული ვალუტა 100%-ზე მეტით გამყარდა მათ შორის: დენტაკოინი 495%-ით, ტრონი 335%-ით, დრაგონჩეინი 275%-ით, სიკოიონი 225%-ით, ბაიტკოინი 202%-ით, სტატუსი 192%-ით. ჩამოთვლილი ვალუტებიდან ყველას კაპიტალიზაცია 1 მილიარდ დოლარიანზღვარს აჭარბებს. მათ რიცხვში შეიძლება მალე პასკოინიც ვიხილიოთ რომლის ღირებულებამაც 1 კვირაში 2891%-ით მოიმატა და ამ დროისთვის 56-ე პოზიციას იკავებს.



სხვა სიახლეები