• Ƀ/$

2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი II)

7 იანვარი 19:47, 2018 წელი | ანალიტიკა

Financical Time გვთავაზობს იმ მოვლენების ნაწილს, რომელთა თვალყურის დევნებაც 2018 წელს საინტერესო იქნება. 

მაისში ერაყში არჩევნებია დანიშნული. მოსალოდნელია მოქმედი პრემიერის ჰეიდარ ალ აბადის კოალიციის გამარჯვება, რომელიც ვაშინგტონის მხარდაჭერით სარგებლობს. აშშ-ს მხარდაჭერით ერაყის მიწები ISIS-სგან გათავისუფლდა, რამაც ალ აბადის პოპულრობა გაზარდა. თუმცა გარკვეული საფრთხეები მაინც არსებობს: ირანის გავლენის ზრდა და დესტაბილიზაცია ქურთებით დასახლებულ რეგიონში.



14 ივნისს, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იღებს სტარტს. გადაწყვეტილება 8 წლით ადრე 2010 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი,  მაშინვე როგორც მთლიანად FIFA, ასევე მისი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი კორუფციაში დაადანაშულეს. მუნდიალი „სკუადრა აძურას“ გულშემატკივრების ყურადღების მიღმა ჩაივლის, 4 გზის მსოფლიო ჩმეპიონი - იტალია ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ჩემპიონატზე ნიდერლანდები, ჩილე და შეერთებული შატებიც ვერ მოხვდნენ. თამაშები 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება. მთლიანი საპრიზო ფონდი 400 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი, საიდანაც ჩემპიონ გუნდს 38 მილიონი შეხვდება, ფინალისტს 28, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 24.  


წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, როდესაც სოჭის ოლიმპიადის დასრილებისთანავე რუსეთმა ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპაცია მოახდინა არსებობს გარკვეული შიშები, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განახლდეს, თუმცა აღნიშნული საფრთხე შესაძლოა არსებულმა ან მოსალოდნელმა სანქციებმა გაანეიტრალოს.



ივნისში კანადაში G7-ის (აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, იტალია და იაპონია) განხილვის მთავარი თემები კლიმატის ცვლილება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და მშვიდობის როლი იქნება.


 


 


მსგავს თემაზე


2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი I)


სხვა სიახლეები