• Ƀ/$

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა

8 იანვარი 10:14, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზრის ჯამური კაპიტალიზაცია, პიკის შემდეგ 1 დღეში 50 მილიარდი დოლარით შემცირდა. თითქმის ყველა ცნობილი ციფრული ვალუტა გაუფასურდა.

ბიტკოინის ღირებულება 17 ათასიდან 16 ათას დოლარამდე შემცირდა. ეთრიუმის ფასი 11%-ით გაიზარდა და მეორე ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ეს ზრდა საკმარისი არ იქნებოდა რიპლი 16.6%-ით რომ არ გაუფასურებულიყო. ბიტკოინ ქეშის ღირებულება 2500 დოლარამდე შემცირდა. კარდანოს ფასი $1-ს ჩამოსცდა. ნემი მცირედით გამყარდა. ლაითკოინი 11.5%-ით გაუფასურდა და მეშვიდე აგილზე ჩაინაცვლა. სტელერი 5%-ით გაუფასურდა. ტრონი და იოტა უმნიშვნელოდ გამყარდნენ.


სხვა ვალუტებიდან ქიუტუმი 37%-ით გაუფასურდა, იკონი კი ამდენივეთი გამყარდა. დენტაკოინი 24 საათში 180%-ით 1 კვირაში კი 1080%-ით გამყარდა.



სხვა სიახლეები