• Ƀ/$

კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია შემცირდა

9 იანვარი 10:22, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე ყველა ძირითადი ციფრული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. მთლიანი კაპიტალიზაცია 2 დღეში 90 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 2 დღეში 2 ათასი დოლარით შემცირდა. რიპლის მკვეთრი გაუფასურების ხარჯზე ეთერიუმი კაპიტალიზაციის რეიტინგში მეორე ადგილს ინარჩუნებს. ბიტკოინ ქეშის ფასი $2500-ის ქვემოთაა, კარდანო, ნემი, ლაითკოინი, სტელერი, იოტა, ტრონი აბსოლუტურად ყველა მათგანი გაუფასურდა.


გამყარება მხოლოდ ათეულს მიღმა მყოფმა ციფრული ვალუტების ნაწილმა შეძლო. ნეოს ფასი 14 პროცენტითაა გაზრდილი, მონეროსი 7.6%-ით. ვერჟის ღირებულებამ 22%-ით მოიმატა ოქსის კი 50%-ით.  



სხვა სიახლეები