• Ƀ/$

Telegram ბლოკჩეინ-პლატფორმასა და კრიპტოვალუტას ქმნის

9 იანვარი 13:20, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

მესენჯერის Telegram მფლობელი პაველ დუროვი ბლოკჩეინ-პლატფორმისა და საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას TechCrunch რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მესამე თაობის პლატფორმას Telegram Open Network ეწოდება, ხოლო ვალუტის სახელი იქნება – Gram.


კრიპტოვალუტის გაშვების დაფინანსებას მონეტების პირველადი განთავსებით (ICO) უზრუნველყოფენ და მოსალოდნელია, რომ მისი მოცულობა საკმაოდ დიდი იქნება.


TechCrunch-ის მონაცემებით, Telegram გაყიდვებით $500 მლნ-ის მოზიდვას ვარაუდობს, ხოლო ტოკენების პოტენციური საერთო ღირებულებად 3-5 მლრდ აშშ დოლარი სახელდება. გამოცემის განმარტებით, ეს რიცხვები წინასწარია და მოკვიანებით მათი კორექტირება გარდაუვალია.


გარდა ამისა, Telegram საკუთარ ელექტრონულ საფულეს წლის მეოთხე კვარტალში გაუშვებს.


გამოცემის ცნობით, მესენჯერი უკვე არის კრიპტობაზრით დაკავებული ადამიანების კომუნიკაციის არხი და პროექტის განვითარება ამ მიმართულებით სავსებით პერსპექტიულად გამოიყურება.


სხვა სიახლეები