• Ƀ/$

Microsoft-მა ბიტკოინის მხარდაჭერა შეაჩერა

9 იანვარი 13:26, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

Microsoft-მა ბიტკოინის საგადასახადო საშუალებად მიღება შეაჩერა. კორპორაციაში ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებენ, თუმცა უმთავრეს მიზეზად მაინც ბიტკოინის არასტაბილურობას ასახელებენ. 

Microsoft ბიტკოინის მხარდაჭერას 2014-2017 წლების განმავლობაში ახორციელებდა. ამ პერიოდში ბიტკოინის ღირებულება, მცირე გამონაკლისების გარდა, სტაბილურად იზრდებოდა, ბოლო 1 თვეში კი რყვები დაიწყო. 9 დეკემბერს 15600 დოლარი ღირდა, 17 დეკემბერს $20000-ზე ავიდა, 5 დღეში $13000-ს ჩამოსცდა, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა ფასი და ამჟამად 15400 დოლარი ღირს.



ბიტკოინის მხარდაჭერა Microsoft-მა Windows 10-ის პლატფორმაზე 2016 წელსაც შეწყვიტა, თუმცა მალევე აღადგინა.


სხვა სიახლეები