• Ƀ/$

JPMORGAN-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინს ნდობას უცხადებს

10 იანვარი 11:27, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის JPMORGAN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს დაიმონმა სინანული გამოთქვა წარსულში ბიტკოინზე ნეგატიური კომენტარის გაკეთების გამო. 

ბლოკჩეინი არის რეალობა, თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ კრიპტოდოლარი იენში, განაცხადა სამშაბათს დაიმონმა, მან ასევე აღნიშნა, რომ თავად არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს.


დაიმონი გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში ბიტკოინს აკრიტიკებდა და მასში ინვესტიციების განმახორციელებლებს სულელებს უწოდებდა.


ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში გამართულ ფინასურ კონფერენციაზე დაიმონი აცხადებდა, რომ ბიტკოინს რეალური ღირებულება არ გააჩნია. იმ დროისთვის ბიტკოინის ფასი 5800 დოლარს არ აღემატებოდა, დეკემბერში კი $20000-ს მიაღწია, თუმცა დღეს $14200-მდეა შემცირებული.


მიუხედავად ბიტკოინის რყევებისა, კრიპტოვალუტა ნდობას კვლავ ინარჩუნებს. დღის განმავლობაში ყველაზე მეტი სწორედ ეს ციფრული ვალუტა გამოიყენება. მისი დღიური ბრუნვა სტაბილურად 15-20 მილიარდის ექვივალენტის მოცულობის თანხის ფარგლებში მერყეობს.


სხვა სიახლეები