• Ƀ/$

საკუთარ კრიპტოვალუტას KODAK-იც ქმნის

10 იანვარი 12:37, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარს ახალი ვალუტა kodakcoin შეემატა. ახალი კრიპტოვალუტის შექმნის მიზანი კომპანიის პოზიციების აღდგენა და ფოტოსააგენტოების როლის გაძლიერებაა.

ახალი ვალუტის მეშვეობით, როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს, გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ კუთვნილი თანხის მიღება მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, მათ მომსახურების საფასურის კრიპტოვალუტაში მიღების საშუალება ეძლევათ. სურვილის შემთხვევაში ანონიმურობის შენარჩუნებაც შესაძლებელია.


კოდაკის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფ კლარკის განმარტებით, ახალი კრიპტოვალუტის მეშვეობით ლიცენზირებისა და საავტორო უფლების დაცვის ხარისხი გაუმჯობესდება.


Kodakcoin ინტერნეტ მიმოქცევაში 31 იანვარს გაეშვება. იქამდე კი სიახლის დაანონსებისთანავე კოდაკის აქციების ფასი 120%-ით $6.8-მდე გაიზარდა. 



Kodak ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის ძირითად საქმიანობას ფოტოაპარატებისა, ფოტო და კინოფირების წარმოება წარმოადგენს. დიდი ხნის განმავლობაში კომპანია თავის სფეროში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა, თუმცა 90-იან და 2000-იან წლებში ციფრულ რევოლუციას სათანადო ყურადღება არ მიაქცია, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მოთხოვნა მის პროდუქციაზე უკიდურესად შემცირდა. როგორც ჩანს კომპანია ცდილობს მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვას და უახლეს ტექნოლოგიებს არ ჩამორჩეს.


საკუთარ კრიპტოვალუტა კოდაკის გარდა შესაძლოა ფეისბუქმა, ტელეგრამმა და კიდევ სხვა დიდმა კომპანიებმაც გამოუშვან.


 


მსგავს თემაზე:


ცუკერბერგი კრიპტოვალუტას FACECOIN ქმნის


TELEGRAM ბლოკჩეინ-პლატფორმასა და კრიპტოვალუტას ქმნის


სხვა სიახლეები