• Ƀ/$

"დათვები" კრიზისის მოლოდინში

11 იანვარი 14:45, 2018 წელი | ანალიტიკა

საფონდო ბირჟებზე "დათვები" კრიზისისა და ფასების ვარდნის მოლოდინში არიან, მაშინ როცა იანვარი ბირჟებმა ზრდით დაიწყეს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკები ძველ მონეტარულ პოლიტიკას დაუბრუნდნენ, რამაც, შესაძლოა, ფასების არასტაბილურობა და, ზოგ შემთხვევაში, ვარდნა გამოიწვიოს. 2017 წლის მანძილზე ბირჟის ინდექსები სისტემატურად იზრდებოდა, მსგავსი ტენდენცია 2018 წლის პირველ რიცხვებშიც გაგრძელდა.



კრისპიან ოდი, ლონდონის ჰეჯფონდის მენეჯერი, დიდი ხანია მონეტარულ პოლიტიკას აკრიტიკებს და ბაზარზე ვარდნის საფრთხეს ხედავს.


ბირჟებზე ბროკერების 2 ტიპს გამოარჩევენ: „ხარების“, რომლებიც ფსონს ინდექსების ზრდაზე დებენ, სიმბოლურად "რქებით" ფასს წევენ და – „დათვებს“, რომლებსაც ფასებიც ვარდნა ახარებთ. ბოლო პერიოდში მსოფლიოს უმთავრეს საფონდო ბირჟებზე „ხარებს“ უფრო უმართლებდათ.


 


მსგავს თემაზე:


ბირჟებზე უმნიშვნელო კლებაა


საფონდო ბირჟების მიმოხილვა


სხვა სიახლეები