• Ƀ/$

ჩინეთში მაინინგი იკრძალება

11 იანვარი 19:57, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ჩინეთი ბიტკოინის მაინინგის აკრძალვას გეგმავს. მიზეზად გაზრდილი ფინანსური რისკები და ელექტროენერგიის დიდი ოდენობით მოხმარება სახელდება.

ბიტკოინის წარმოების გამო, მოთხოვნა ელექტროენერგიაზე სულ უფრო მეტად იზრდება, რასაც გენერაციის ზრდის ტემპი ჩამორჩება, რის შედეგადაც დეფიციტის საფრთხე იქმნება.

ჩინეთი ამ დრომდე მსოფლიოში წარმოებული ბიტკოინების 3/4-ს გამოიმუშავებს. მიზეზი ბიტკოინის საწარმოებლად საჭირო „ნედლეულის“-ელექტროენერგიის ხელმისწავდომობაა, რასაც თავის მხრივ იაფი ქვანახშირი და ჰიდრორესურსების სიმრავლე განაპირობებს.

ჩინეთის მთავრობა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს, მაგრამ როგორც ჩანს კრიპტოვალუტის მიმართ განსხვავებული მიდგომის გამოყენებას აპირებს.

კრიპტოვალუტა განსაკუთრებული პოპულარობით აზიაში სარგებლობს, თუმცა ბოლო პერიოდში ევროპის მსგავსად აზიის ქვეყნებმაც რეგულაციებზე დაიწყეს ფიქრი.


მსგავს თემაზე 

ბიტკოინი ყველაზე პოპულარული აღმოსავლეთ აზიაშია

ბიტკოინის გამო ელექტროენერგიის წარმოება პრობლემებს აწყდება

საქართველო – ლიდერი ბიტკოინის მაინინგში?


სხვა სიახლეები