• Ƀ/$

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა

12 იანვარი 10:09, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

გუშინდელი ვარდნის შემდეგ ციფრული ვალუტების ღირებულება შედარებით გაიზარდა. თუმცა ჯამური კაპიტალიზაცია 700 მილიარდ დოლარიან ზღვარს ისევ ჩამორჩება.

ბიტკოინის ფასი 2.3 პროცენტითაა გაზრდილი. საკანონმდებლო ცვლილებები და გავრცელებული ინფორმაციები მასზე დიდ გავლენას ახდენს. მას შემდეგ რაც Microsoft-მა საგადახდო მხარდაჭერა შეუწყვიტა, ფასი დაეცა. ჩინეთში მაინინგის შესაძლო აკრძალვის შემდეგ ვარდნა შეწყდა.


ეთერიუმის ფასიც მცირედითაა გაზრდილი, სამაგიეოროდ რიპლი 20%-ზე მეტით გამყარდა. ბიტკოინ ქეშის ფასი 2500 დოლარს გადასცდა. კარდანოს, ლაითკოინის, ნემის, იოტას და დეშის ღირებულება კი 2.2-8.5 პროცენტითაა გაზრდილი. სტელერის ღირებულებამ ბევრად მეტით, 31%-ით მოიმატა.


რაც შეეხება ათეულს მიღმა მყოფ ვალუტებს, რომელთა კაპიტალიზაციაც მილიარდ დოლარს აჭარბებს, ეოსი 22%-ით გამყარდა, ბაინს კოინი 55%-ით. ასეულში მყოფთაგან კი ყველაზე მეტად 66%-ით  77-ე ადგილზე მყოფი სმარტქეში გამყარდა.



სხვა სიახლეები