• Ƀ/$

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა

13 იანვარი 14:53, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე ყველა ძირითადი ციფრული ვალუტა გამყარდა. ბაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ 740 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინის ფასი 3%-ით გაიზარდა, ეთერიუმის 9.6%-ით. რიპლმა 2 დოლარიანი ზღვარი კვლავ გადალახა, ბიტკოინ ქეშმა კი 2600 დოლარიანი ზღვარი. კარდანოს ღირებულება ბებრად უფრო მეტით, 25%-ით გაიზარდა. 2-13 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა ნემის, ლაითკოინის, სტელერისა და იოტას ფასი. კაპიტალიზაციით ათეულში შემაბვალი ვალუტებიდან ყველაზე მეტად, 28%-ით ეოსის ღირებულება გაიზარდა.


რაც შეეხება სხვა ციფრულ ვალუტებს ბიტკოინ გოლდის ფასი 24 საათში 16%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ფასი 1 კვირის წინანდელზე მაინც 10%-ით ნაკლებია. არდორის ფასი 34 პროცენტითაა გაზრდილი, სტატუსის 17%-ით, სტემის 22%-ით. რაც შეეხება სმარტქეშს მისმა ფასმა 1 დღეში 135%-ით მოიმატა, ბოლო 1 კვირაში კი 442%-ით.



სხვა სიახლეები