• Ƀ/$

თაღლითები Telegram–ის ყალბ კრიპტოვალუტას ყიდიან

14 იანვარი 14:23, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

მესენჯერი Telegram–ის მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით ყალბი შეთავაზებები დაეგზავნათ, მონაწილეობა მიიღონ კრიპტოვალუტა Gram–ის და ბლოკჩეინ–პლატფორმა Telegram Open Network–ის გაშვებაში.

ამის შესახებ მესენჯერის ერთ–ერთი არხის ოპერატორი წერს.


დაუდგენელი პირები, რომლებიც თავს არხის TON წევრებად წარმოადგენენ, მომხმარებლების კრიპტოვალუტა Gram–ის წინასწარ გაყიდვებში მონაწილეობას სთავაზობენ. მონეტა, თაღლითების მტკიცებით, ბირჟაზე 1–ელ თებერვალს განთავსდება და „რჩეულ მომხმარებლებს“ საშუალება აქვთ ის ახლა $0,15–ად შეიძინონ.


„პროექტს“ საიტიც აქვს. განყოფილებაში „ბრძანება“ Telegram–ის რეალური შემმუშავებლები არიან მითითებული, იქვეა მოყვანილი Gram–ისა და TON–ის პრეზენტაციების ფრაგმენტები, რომელიც მანამდე მედიაში განთასდა. ამასთან, დომენის სახელების სარეგისტრაციო სერვისის მონაცემებით, თაღლითური საიტი დაუდგენელი მომხმარებლის მიერ 6 იანვარს დარეგისტრირდა.


იანვრის დასაწყისში TechGrunch-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Telegram–ი საკუთარი კრიპტოვალუტისა და მესამე თაობის ბლოკჩეინ–პლატფორმის გაშვებას გეგმავს. გამოცემის მონაცემებით, მესენჯერი კრიპტოვალუტის წინასწარი განთავსებით $500 მლნ–ის შემოსავალს ელოდება, სამომავლოდ კი მისი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია $3–დან $5 მლრდ–მდეა ნავარაუდევი.


Telegram–ის დამფუძნებელს პაველ დუროვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მომხდართან დაკავშირებით.


სხვა სიახლეები