• Ƀ/$

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა

14 იანვარი 15:39, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

გუშინდელი ერთდღიანი ზრდის შემდეგ კრიპტოვალუტები ისევ გაუფასურდა. ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია $710 მლრდ-მდე შემცირდა.

4%-იანი გაუფასურების შემდეგ, ბიტკოინის ფასი 14000 დოლარიან ზღვარს ისევ ჩამოსცდა. 1 კვირის განმავლობაში კი მისი ღირებულება 18%-ზე მეტით შემცირდა. ეთერიუმი უმნიშვნელოდ 0.5 პროცენტით გამყარდა, თუმცა 1 კვირის წინადელთან შედარებით მისი ამჟამინდელი ფასი 21%-ით მეტია. რიპლი 24 საათში 8%-ით, 1 კვირის განმავლობაში კი42%-ით გაუფასურდა. ბიტკოინ ქეში, კარდანო, ლაითკოინი, ნემი, სტელერი, იოტა გასული 24 საათის მანძილზე თითოეული მათგანის ღირებულება 1.4-13.5 პროცენტით შემცირდა, 1 კვირის განმავლობაში კი უფრო მეტად 7-22 პროცენტით. კაპიტალიზაციით ათეულში შემავალი ვალუტებიდან მხოლოდ ნეო გამყარდა.


რაც შეეხება სხვა ციფრულ ვალუტებს ბიტკოინ გოლდი 19%-ით გამყარდა, ეთერიუმ კლასიკი 25%-ით, არდორი 10%-ით, პოპულუსი  კი 3-ით. სმარტ ქეში 24 საათში 10 პროცენტით გაუფასურდა, თუმცა 1 კვირის წინანდელთან შედარებით მისი ღირებულება 317 პროცენტითაა გაზრდილი.


სხვადსხვა სახის რეგულაციები, აკრძალვები, ჰაკერული თავდასხმები როგორც წესი უფრო მეტად ცნობილი კრიპტოვალუტების მიმართ ვრცელდება, რაც მათ ფასზე უარყოფითად მოქმედებს. თუ ბიტკოინის წილი კრიპტობაზრის კაპიტალიზაციაში 1 თვის წინ და უფრო ადრე 60%-ს აღემატებოდა, დღეს უკვე 33%-საც ჩამოსდა.



სხვა სიახლეები