• Ƀ/$

კრიპტოვარდნა გრძელდება

16 იანვარი 10:17, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარი ვარდნას განაგრძობს. 1 დღეში ჯამური კაპიტალიზაცია 50 მილიარდ დოლარზე მეტით 650 მილიარდამდე შემცირდა.

ბიტკოინის ფასმა 13225 დოლარამდე დაიკლო, მისი წილი 34.2%-მდე გაიზარდა, თუმცა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სხვა ვალუტები უფრო მკვეთრად გაუფასურდა. ეთერიუმის ღირებულება 8%-ზე მეტით შემცირდა, რიპლის 15%-ით. 12 დღის წინ რიპლის ღირებულება 3.5 დოლარს აჭარბებდა, დღეს 1.6-ს უტოლდება. ბიტკოინ ქეში და კარდანო 10-10 პროცენტით გაუფასურდა, ნემი და იოტა ცხრით. სტელერი 14-ით. ერთადერთი ნეო გამყარდა. ამ ვალუტის ბრუნვის მოცულობამ 1.3 მილიარდს მიაღწია.


იმ ციფრული ვალუტების რაოდენობა რომელთა კაპიტალიზაციაც $1 მილიარდს აჭარბებს 38-მდეა შემცირებული. ასეულში შემავალი ვალუტებიდან კი მხოლოდ 5 გამყარდა, 95 კი გაუფასურდა.



სხვა სიახლეები