• Ƀ/$

გადასახადები და სოციალური მდგომარეობა საქართველოში

16 იანვარი 12:27, 2018 წელი | ანალიტიკა

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით, ანუ ეკონომიკური თავისუფლების აქტით, მთავრობას არ აქვს უფლება, რეფერენდუმის გარეშე გაზარდოს ან შემოიღოს ახალი გადასახადები.

გასულ წელს იყო მცდელობა, რომ კონსტიტუციაში არსებული ამ ჩანაწერის რევიზია მომხდარიყო, თუმცა ბიზნესიდან წამოსული უკმაყოფილების ფონზე ხელისუფლება იძულებული გახდა ამ საკითხის განხილვა 12 წლით გადაედო.


სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ მოქმედ და მომავალ მთავრობებს დამოუკიდებელი ფისკალური პოლიტიკის გატარების საშუალება წაართვა. მათი აზრით, ნონსესია, რომ პარლამენტს ისე უწევს ბიუჯეტის დამტკიცება, რომ ფისკალურ საკითხებზე ვერც კი მსჯელობს. გამოდის, რომ  მომავალი 12 წლის განმოვლობაში  ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერ ძალას არჩევანის საშუალებას ვუსპობთ,  ის იძულებული იქნება წინასწარ განსაზღვრული საგადასახადო პოლიტიკა გაატაროს -აცხადებენ სპეციალისტები.


ეკონომისტების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსაზრებით, უმჯობესი იქნება თუ მთავრობას საჭიროების შემთხვევაში არსებული ფიქსირებული საგადასახადო სისტემის პროგრესული საგადასახადო სისტემით ჩანაცვლების საშუალება ექნება.


პროგრესული საგადასახადო სისტემის უპირატესობა


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ პროგრესული საგადასახადო სისტემის პირობებში გადასახადების დიფერენცირება ხდება, ანუ, მაღალი შემოსავლების გადამხდელები იხდიან მეტს, ვიდრე ღარიბები. ეს კი, მისი აზრით, ხელს უწყობს სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული საშემოსავლო უთანასწორობის დაბალანსებას. ახალისებს  სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისად ზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.


სპეციალისტების განმარტებით,  გასული წლების სახელმწიფო ბიუჯეტებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ საგადასახადო ტვირთის უდიდესი ნაწილი მოდის ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რადგან სწორდ ისინი არიან დღგ-ს და საშემოსავლო  გადასახადის ძირითადი გადამხდელები, ხოლო საბანკო  და სხვა მსხვილ ბიზნესზე მოდის საგადასახადო შემოსულობების მხოლოდ 13 -14%.


შესაბამისად, გამოდის, რომ მდიდრებს რეალურად ბევრად ნაკლები თანხა შეაქვთ ბიუჯეტში, ვიდრე მოსახლეობის ნაკლებშემოსავლიან სეგმენტს.


სპეციალისტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, ფაქტია, რომ მოქმედი საგადასახადო სისტემა რეფორმას საჭიროებს. მათი თქმით, ამას ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიც ადასტურება.


არსებული სტატისტიკის თანახმად, სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში თითქმის ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს „ჯინის“ კოეფიციენტმა 40-იან ნიშნულს მიაღწია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველოზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ რუსეთს აქვს. იმავე 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.


პროგრესული საგადასახადო სისტემის ხარვეზები


კონსტიტუციის 94 -ე მოხლის, ანუ თავისუფლების აქტის მომხრეთა არგუმენტებით, იმ შემთხვევაი, თუ მოქმედი საგადასახადო სისტემა შეიცვლება, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო ხარჯები გაიზრდება „პოპულისტური“, სოციალური მიმართულებით . „ამ შემთხვევაში  ნებისმიერი მთავრობის მოტივაცია იქნება ერთი, ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება“, - აცხადებს  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი მაკალათია. მისი აზრით,  ცვლილებები საგასახადო სისტემაში გააუარესებს არსებულ ბიზნესგარემოს და ხელს შეუშლის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.


მსოფლიო პრაქტიკა


პროგრესული საგადასახოდო სისტემები მოქმედებს სკანდინავიაში, საფრანგეთში, ჩინეთში და კიდევ ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, გერმანიაში ყველა ის პირი, ვისი წლიური შემოსავალიც წელიწადში 8130 ევროზე  ნაკლებია, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. ბევრ ქვეყანაში პროგრესული გაგადასახადით იბეგრება მოგება, უძრავი ქონება, ფუფუნების ძვირადღირებულ ნივთები და ა.შ.


 


ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე, M2B-ს მიმომხილველი.


სხვა სიახლეები