• Ƀ/$

Tesla ილონ მასკს ხელფასს აღარ გადაუხდის

24 იანვარი 14:06, 2018 წელი | კომპანიები

Tesla-ს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ილონ მასკს ხელფასს აღარ გადაუხდის.

კომპანიის ათწლიანი განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, მასკი ერთგვარი ტრანშის სახით Tesla-ს აქციების ერთ პროცენტს მიიღებს.


საერთო ჯამში კომპანია 12 ასეთი ტრანშის განხორციელებას გეგმავს. პირველი ტრანშის მისაღებად მასკმა კომპანიის კაპიტალიზაცია 100 მილიარდამდე უნდა გაზარდოს.


თორმეტივე ტრანშის მისაღებად მასკმა კომპანიის საბაზრო ღირებულება 650 მილიარდამდე უნდა აიყვანოს.


Bloomberg-ის მონაცემებით, Tesla-ს გენდირექტორის პოსტზე მასკმა 99,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან წმინდა ხელფასი თვეში 46 ათსი დოლარია, დანარჩენი თანხა ე.წ ბონუსებზე მოდის.


სხვა სიახლეები