• Ƀ/$

რუსეთის მთავრობაში ICO-ზე თანხმდებიან – კრიპტოვალუტების სტატუსზე ისევ დაობენ

27 იანვარი 23:45, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ“ კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც მათ გამოშვებას და ბრუნვას დაარეგულირებს.

კერძოდ, დოკუმენტი ტოკენებს განსაზღვრავს, რომლებიც დაფინანსების მოზიდვის მიზნით გამოიშვება და ICO–ს წესებსაც ადგენს. ასევე კრიპტოვალუტების და მათი გამომუშავების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს და ადგენს.


თუმცა, რუსეთის ცენტრობანკი და ფინანსთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ თანხმდებიან კრიპტოვალუტების რუბლზე, უცხოურ ვალუტაზე და ქონებაზე გაცვლის პირობებსა და შესაძლებლობებზე.


ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ უკვე ფართო აღიარების მქონე კრიპტოვალუტების კანონით აკრძალვის შემთხვევაში წინაპირობა შეიქმნება – კრიპტოვალუტა გახდეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზების, არალეგალური ბიზნესის მომსახურებისა და ტერორიზმის დაფინანსების მექანიზმად გადაიქცეს. კრიპტოვალუტების კანონის რეგულირება კი აღნიშნულ რისკებს შეამცირებს, ელექტრონულ ფულს კანონის ფარგლებში მოაქცევს და გაიზრდება საგადასახადო შემოსავლები.


ამ მოსაზრებას არ იზიარებს კრემლის ცენტრობანკი. საბანკო მარეგულირებლის პრეს–სამსახურის კომენტარის თანახმად, ცენტრალური ბანკი რისკების ნეგატიური შეფასებიდან გამოდის, რომლებიც „რეალური ფასეულობის არმქონე და სახელმწიფოების მხრიდან უკონტროლო კრიპტოვალუტების“ კანონით დარეგულირებას შეიძლება ახლდეს თან. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკი ICO–ს ლეგალიზებას მხარს უჭერს, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის ბრუნვის კატეგორიული წინააღმდეგია.


რუსეთის ფედერაციაში კრიპტორუბლის შემოღების შესახებ კანონპროექტი გასული წლის ბოლოს მომზადდა. ინიციატივა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მოდიოდა. ადგილობრივი სპეციალისტების უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი წარმოდგენილი დოკუმენტისადმი.


სხვა სიახლეები