• Ƀ/$

გლობალური ზრდის 50% ორ ქვეყანაზე მოდის

28 იანვარი 17:44, 2018 წელი | ანალიტიკა

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა რეალური მშპ–ის საშუალო მაჩვენებლის 2,8%–ით გაიზრდება. ეს მონაცემი 2017–დან 2019 წლამდე პერიოდს ეხება.

მაგრამ, რომელ ქვეყნებში იქნება რეალური ზრდა? ეს მოხდება გიგანტურ ქვეყნებში, რომლებით ყოველწლიურად 2%–იანი მარჟით იზრდებიან, თუ განვითარებადი ქვეყნების მთელ მწკრივში, რომელთა წლიური ეკონომიკური ზრდის 8%–იანი მაჩვენებელი დიდს ვერაფერს ნიშნავს?


არსებული მონაცემებით ჩვენ ცალკეულ ქვეყნებს ვხედავთ 2017–19 წლების პერიოდში წრდის ინდივიდუალური პროგნოზებით მსოფლიო ბანკისგან და აქედან ვიგებთ, სად იქმნება ახალი სიმდიდრე.


კვლავ ჩინეთი


იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შედარებით შენელდა, მსოფლიო ბანკი კვლავ მაღალ პროგნოზებს აკეთებს ცისქვეშეთის მშპ–ის ზრდასთან მიმართებაში – 2018 და 2019 წლებში, ყოველწლიურად 6,3%.


მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკას (PPP დაანგარიშებით პირველი) თუ ზემოხსენებულ ციფრებს დავუმატებთ, კოლოსალურ ზრდას ვღებულობთ. ამ პერიოდში გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში ჩინეთის წილი 35,2%–ს მიაღწევს და ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 2,3 ტრილიონი დოლარით მოიმატებს.


გაურკვევლობა აშშ–ში


იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ აშშ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალურ ზრდაში, ამ ქვეყნის მიმართ მსოფლიო ბანკის უახლოესი წლების პროგნოზი ავისმომასწავებლად გამოიყურება.


აშშ–ის პროგნოზებში არ არის გათვალისწინებული თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის გეგმები და მოსაზრებები, ვინაიდან მათ ჯერ არ მიუღიათ კონკრეტული გეგმისა თუ პროექტის საბოლოო სახე.


მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადასახადების დაწევა თეორიულად გამოიწვევს აშშ–ისა და მისი წვლილის ზრდას გლობალურ ეკონომიკაში, თუ, რათქმაუნდა, ეს გეგმა განხორციელდება.


ზრდის სხვა წყაროები


ტრადიციულად მიჩნეული ჩინეთის, აშშ–ის, ევროკავშირისა და ინდოეთის გარდა საინტერესოდ გამოიყურება ინდონეზია, რომელიც ერთ–ერთი დიდი ნათელი წერტილია დედამიწაზე.


ინდონეზიის წვლილი გლობალური ეკონომიკის ზრდაში, ზემოხსენებულ პერიოდში, ყოვეწლიურად, 2,5%–ს შეადგენს. ქვეყნის მშპ–ის ყოვეწლიური წრდა უახლოესი 2 წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელიწადში 5,5%–ს შეადგენს.


სხვა, მცირე წილის მქონე ქვეყნების ათეული მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურებიან: სამხრეთ კორეა – 2%, ავსტრალია – 1,8%, კანადა – 1,7%, დიდი ბრიტანეთი – 1,6%, იაპონია – 1,5, ბრაზილია – 1,2%, თურქეთი – 1,2%, მექსიკა – 1,2%, რუსეთი – 01% და ირანი – 1%.


სხვა სიახლეები