• Ƀ/$

კრიპტობაზარი ზრდას განაგრძობს

28 იანვარი 22:40, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარი მეორე დღეა იზრდება. თუმცა მას ტენდენციას ჯერ ვერ ვუწოდებთ. ამ დროისათვის ჯამური კაპიტალიზაცია $587 მლრდ-ს აღწევს.

ბიტკოინი მხირედით, 2%-ით გაიზარდა. მისი ფასი 12 000 დოლარიანი ზღვარის თავიდან გადასალახად ემზადება. ეთერიუმის ფასის ზრდამ 2 ნიშნა პროცენტულ მაშვენებლს მიაღწია. მისმა ღირებულებამ 1200 დოლარს გადააჭარბა. რიპლი 7.5%-ით გაძვირდა, ნეო 6.6%-ით. ლაითკოინის ფასმა 188 დოლარს მიაღწია, კარდანოს ფასმა კი 66 ცენტს. კაპიტალიზაციით ათეულში შემავალი ვალუტებიდან მხოლოდ ნემი გაუფასურდა, ისიც უმნიშვნელოდ.


რაც შეეხება სხვა ვალუტებს ეთერიუმ კლასიკის ღირებულება 12%-ით გაიზარდა, ბიტკოინ გოლდის 5%-ით, სიკოინის 12%-ით, პოპულუსის კი 24%-ით. ტრონისა და ვიჩეინის ფასი 4-4 პროცენტით შემცირდა, რეიბლოკის კი 3%-ით.


1 კვირის მგანმავლობაში მნიშვნელოვნად, 15%-ით გამყარდა ეთერიუმი, კარდანო კი 35%-ით. ზრდა კიდევ უფრო მაღალი 47%-იანი ჰქონდა ბიტშეარს და 60%-იანი პოპულუსს. იმავე პერიოდში რიპლი 6%-ით გაუფასურდა. იოტა და ტრონი კი 10-10 პროცენტით.



სხვა სიახლეები