• Ƀ/$

კრიპტობაზარი ისევ შემცირდა

30 იანვარი 10:16, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

რამდენიმედღიანი ზრდის შემდეგ კრიპტობაზარზე ვალუტები ისევ გაუფასურდა. ჯამური კაპიტალიზაცია $559 მლრდ-მდე შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 3.4%-ით 11 125 დოლარამდე დაეცა. ეთრიუმმა და ბიტკოინ ქეშმა ღირებულების 4-4 პროცენტი დაკარგეს, რიპლმა უფრო მეტი 6.3%. კარდანო 7%-ით გაუფასურდა, ესოსი 7.5%-ით, ნემი 8.1%-ით და სტელერი 8.4%-ით. ლაითკოინის ფასიც 180 დოლარს ჩამოსცდა. კაპიტალიზაციის რეიტინგში ათეულში შემავალი ვალუტებიდან მხოლოდ ნეო გამყარდა 5.5%-ით.


სხვა ვალუტებიდანაც უმეტესობა გაუფასურდა. დეში, იოტა, მონერო, ეთერიუმ კლასიკი, ბიტკოინ გოლდი, ლისკი, ბაიტკოინი, ვერჯი, სტატუსი, ზიქეში... ყველა 2-10 პროცენტის ფარგლებში გაუფასურდა. სტრეტისი, ომსიგო და იკონ კი მცირედით გამყარდა.



სხვა სიახლეები