• Ƀ/$

მობილური ოპერატორების შემოსავლები მცირდება

30 იანვარი 11:19, 2018 წელი | ანალიტიკა

ჩინეთის ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს კვლევითი ინსტიტუტის ანალიზის თანახმად, 2016 წელს ჩინეთის მშპ-ს 30.5% საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წილად მოდიოდა.

ჩინეთის ეკონომიკის 30.5% საკამოდ დიდი რიცხვია და 2016 წლისთვის ეს რიცხვი 22.6 ტრილიონ იუანს, 3.57 ტრლიონი აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც $822 მლრდ. მონაცემთა ბაზებისა და ინტერნეტ ქსელის განვითარებას მოხმარდა.


იმავე პერიოდში ინტერნეტპროვაიდერების შემოსავლები 5-6 პროცენტით გაიზარდა და ბაზრის წილის 41% დაიკავა, მაშინ როცა მობილური ოპერატორების შემოსავალმა 15%-ით დაიკლო და ბაზრის წილიც 42%-მდე შემცირდა.


მიუხედავად იმისა, რომ 4G  ინტერნეტმა, აპლიკაციებმა, სმარტფონებმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, მობილური ოპერატორების შემოსავალი მაინც მცირდება.


IT ინდუსტრიაში უკანასკნელი დიდი ცვლილება 10 წლის წინ სმარტფონების გაჩენასთან ერთად დაიწყო, მაგრამ ამ ცვლილებით სარგებელი ნახა უპირველესად APPLE-მა, რომელმაც მსოფლიო სამმხრივი ლიდერობა მოიპოვა #1 კაპიტალიზაციით $752 მლრდ, #1 წმინდა მოგებით $45 მლრდ და #1 ბრენდის ღირებულების მიხედვით $170 მლრდ. APPLE-ს SAMSUMG და სხვა ჩინური კომპანიები მოსდევს. ისინი, რომლებიც მოწყობილობის ფიზკურ ნაწილს ქმნიან.


უფასო WI-FI-მ, VIBER-მა FACEBOOK-მა და სხვადასხვა პრგოგრამებმა თუ აპლიკაციებმა გაგზავნილი SMS-ებისა და მობილურზე სასაუბრო დრო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგალითად ბრიტანეთში 2012 წელს 151 მილიარდი SMS გაიგზავნა 2016 წელს კი მხოლოდ 96 მილიარდი. 2011-2016 წლებში შეერთებულ შტატებში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა 2.3 ტრილიონიდან 1.66 ტრილიონამდე შემცირდა. საქართველოში კი, 2015-2017 წლებში, 1 თვეში გაგზავნილი SMS-ების რიცხვი 500-დან 300 მილიონამდე შემცირდა.



მობილურმა ოპერატორებმა ქსელის აღჭურვა-გადაიარაღებისთვის დიდი ოდენობით თანხა გაიღეს რისი ამოღებაც გაუჭირდათ. WI-FI-სთან ან რომელიმე უფასო პროგრამასთან ბრძოლის მაგივრად მისი მოწყობილობაში ინტეგრირება და ტექნიკური მხარდაჭერა გახდა საჭირო.


უახლოეს პერიოდში ბაზარი კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე დადგება. ეს არის 5G. პირველი მას შეერთებული შტატები, კორეა და იაპონია დანერგავს, ჩინეთი მეორე საფეხურზეა, ევროპა მესამეზე, დანრჩენი ქვეყნები კი მეოთხეზე. გამოწვევა დგას როგრც მთლიანი ქვეყნების, მოსალხეობის, ბიზნესის და რა თქმა უნდა მობილური ოპერატორების წინაშეც. გამოსავალი შეიძლება გამსხვილება ან ინტერნეტკომპანიებთან გაერთიანება იყოს.


საქართველოში ამჟამად 3 მობილური ოპერატორი მოქმედებს. ხმოვანი მომსახურებიდან შემოსავალი მათაც უმცირდებათ. თუ 2014 წლის ნოემბერში 25.7 მილიონის შემოსავალი მიიღეს, 2017 წლის ნოემბერში ეს რიცხვი 14.9 მილიონამდე შემცირდა. ბოლო 5 წელიწადში კი მობილური ინტერნეტის მქონე აბონენტთა რიცხვი 2.2-ჯერ 2.16 მილიონამდე გაიზარდა.



საქართველოში ამჟამად 3 მობილური ოპერატორი მოქმედებს. ხმოვანი მომსახურებიდან შემოსავალი მათაც უმცირდებათ. თუ 2014 წლის ნოემბერში 25.7 მილიონის შემოსავალი მიიღეს, 2017 წლის ნოემბერში ეს რიცხვი 14.9 მილიონამდე შემცირდა. ბოლო 5 წელიწადში კი მობილური ინტერნეტის მქონე აბონენტთა რიცხვი 2.2-ჯერ 2.16 მილიონამდე გაიზარდა.


საქართველოში 2016 წელს კომპანია „მაგთიკომმა“ „კავკსუს ონლაინი“ შეიძინა, 2017 წელს კი „დელტაკომი.“ 2018 წელს „სილქნეტმ“ „ჯეოსელის“ 153 მილიონ დოლარად შესყიდვაზე გააკეთა განაცხადი, ტრანზაქციის დასრულებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობაღა აკლია.


 


მსგავს თემაზე


„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს


"თელია" შპს "ჯეოსელში" წილის გასხვისებაზე თანახმაა


ინტერნეტის მიწოდების ხარისხი გაკონტროლდება


APPLE - ბრენდის ისტორია


SAMSUNG GALAXY S9 წამში 1000 კადრის გადაღებას შეძლებს


სხვა სიახლეები