• Ƀ/$

ჰაკერები იაპონიის ბირჟიდან მოპარული კრიპტოვალუტის გაყიდვას ცდილობენ

30 იანვარი 21:49, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

იაპონიის ბირჟიდან Coincheck დაახლოებით $534 მლნ–ის ღირებულების კრიპტოვალუტა NEM–ის გატანის უკან მდგომი ჰაკერები მის გაყიდვას ცდილობენ.

ამის შესახებ სააგენტო როიტერი NEM–ის ფონდის ვიცეპრეზიდენტზე ჯეფ მაკდონალდზე დაყრდნობით წერს.

მაკდონალდის თქმით, ფონდმა დატაცებული თანხის კვალს კონკრეტულ ექანთამდე მიაკვლია, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია. ფონდი ვიცე–პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედებმა ექვს ბირჟაზე სცადეს დატაცებული კრიპტოვალუტის გაყიდვა. „ჩვენ ვუკავშირდებით ამ ბირჟებს“, – განაცხადა მაკდონალდმა. მისივე თქმით, დაუდგენელია, რა მოცულობის თანხის დახარჯვა შეძლეს ჰაკერებმა.

NEM 2015 წელს შემოიღეს და უმსხვილესი კრიპტოვალუტების ათეულში შედის.


სხვა სიახლეები