• Ƀ/$

პირველი საფეხბურთო ტრანსფერი ბიტკოინებში

31 იანვარი 11:10, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

თურქულმა „ხარუნუსტასპორმა“, რომელსაც მოყვარულთა საფეხბურთო კლუბის სტატუსი აქვს, ომარ ფარუკ კიროღლუ ბიტკოინებით იყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.


გარიგების ნაწილი – 2500 ლირა – ნაღდი ფულით გადაიხადეს. დანარჩენი თანხა 0,0524 ბიტკოინით დაფარეს, რაც არსებული კურსით დაახლოებით 440 ევროს შეადგენს.


აღნიშნული გარიგება პირველი შემთხვევაა ფეხბბურთის ისტორიაში, როდესაც კლუბმა ფეხბურთელი კრიპტოვალუტით იყიდა.


სხვა სიახლეები