• Ƀ/$

ახალი კრიპტოშოკი, კაპიტალიზაციის განახევრებით

2 თებერვალი 11:06, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარი ისევ ღრმა კრიზისშია. 24 საათში 100-დან 99 ვალუტის ფასი დაეცა. 96-ის ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით. კაპიტალიზაცია $405 მლრდ-მდე დავარდა.

ბიტკოინის ფასი 9000 დოლარსაც კი ჩამოსცდა. 55%-იანი კლება დეკემბრის პიკის შემდეგ. ეთერიუმმა ღირებულების 18% დაკარგა. რიპლმა 27%. მისი ფასი 4 იანვარს 3.82 დოლარს აღწევდა. ახლა მხოლოდ 82 ცენტია. ბიტკოინ, ქეში, კარდანო, ნეო, სტელერი, ლაითკოინი, ეოსი, ნემი. თითოეული მათგანი 20-35 პროცენტის ფარგლებში გაუფასურდა.


იგივე სიტუაციაა სხვა ვალუტების მიმართაც. 20%-იანი დევლავაცია უკვე შედარებით მცირე დანაკრაგდაა მიჩნეული.


ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 7 იანვარს $830 მლრდ-ს უდრიდა, დღეს 405 მილიარდამდეა დაცემული. 425 მილიარდიანი დანაკარგი, მსოფლიო ეკონომიკისთვისაც კი დიდი იქნებოდა. მიზეზები ბევრია: Microsoft-მა საგადახდო მხარდაჭერა შეაჩერა, Facebook-მა რეკლამირება, სამხრეთ კორეამ კრიტოვალუტის ანონიმური ფლობა, ნეგატიური განცხადება გააკეთა ფასიანი ქაღალდების კომისიამ შეერთებულ შტატებში, ამ ყველაფერს ჭორები და გაურკვევლობაც ემატება.


ბევრი ტრეიდერი ვალუტას გამალებით იშორებს და ზარალის მინიმიზაციას ცდილობს, ნაწილი კი პირიქით აგროვებს, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი ხელსაყრელი ფასი შესასყიდად შესაძლოა აღარასოდეს დადგეს.



სხვა სიახლეები