• Ƀ/$

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო კრიპტობირჟებისთვის ოფშორების შექმნის მომხრეა

2 თებერვალი 16:26, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტით ორგანიზებული ვაჭრობის წარმოებისთვის სპეციალური ოფშორების შექმნის ინიციატივით გამოდის და ამისთვის სასურველ ლოკაციებად ვლადივოსტოკი და კალინინგრადი სახელდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალეკსეი მოისეევმა დღეს განუცხადა.


რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა დაბიულინა ხუთშაბათს აცხადებდა, რომ რეგულატორი ქვეყნის ტერიტორიაზე მაინინგის წარმოებას ეთანხმება, მაგრამ კრიპტოვალუტის გაცვლა ქვეყნის გარეთ უნდა განხორციელდეს, ამ პროცესისგან მომდინარე რისსკების გამო.


ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ კანონპროექტი რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დეკემბრის ბოლოს მოამზადა, თუმცა დოკუმენტის ცენტრალურ ბანკთან შეთანხმება დღემდე ვერ ხერხდება.


სხვა სიახლეები