• Ƀ/$

კრიპტობაზარზე პანიკა დასრულდა

3 თებერვალი 14:00, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

პანიკური ვარდნის შემდეგ, კრიპტოვალუტების ფასებმა მატება დაიწყო. ბაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ $426 მლრდ-ს მიაღწია.

მთელი რიგი რეგულაციებისა და ნეგატიური ინფორმაციის გარდა, კატასტროფული კლების მიზეზი, გადაჭარბებულად უარყოფითი მოლოდინიც აღმოჩნდა, შედეგად მცირე ხნით კაპიტალიზაცია 385 მილიარდ დოლარამდე დაეცა, ბიტკოინის ღირებულება 8000 დოლარსაც ჩამოსცდა. პანიკის შემდეგ, ბაზარი ნელ-ნელა წონასწორობის წერტილს უბრუნდება.


ბიტკოინის ღირებულება 6%-ით $8880-მდე გაიზარდა, ეთერიუმის $935-მდე. 16%იანი ზრდის მიუხედავად 1 დოლარს ქვემოთაა რიპლის ფასი. ლაითკოინის ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა, ნეოს, სტელერის, ესოსისა და ნემის 13-16 პროცენტით. კარდანოსი 21-ით, ბიტკოინ ქეშის კი მხოლოდ 3.7%-ით.


კაპიტალიზაციით პირველი 100 ვალუტიდან, 24 საათში 97-ის ფასი გაიზარდა. იოტა, დეში, მონერო, ლისკი, პოპულუსი, ზიქეში... მათი ღირებულება საშუალოდ 5-15 პრიცენტის ფარგლებშია გაზრდილი. ამის მიუხედავად, იმ ვალუტების რიცხვი, რომელთა კაპიტალიზაციაც 1 მილიარდს აღემატებოდა 44-დან 26-მდეა შემცირებული.


#1 ციფრული ვალუტა ბიტკოინი, ბოლო დროინდელი ცვლილებების მიუხედავად, კრიპტობაზრის 33-35 პროცენტიან წილს ინარჩუნებს.



სხვა სიახლეები