• Ƀ/$

ბილ გეითსის 15 ახდენილი წინასწარმეტყველება

3 თებერვალი 23:58, 2018 წელი | ანალიტიკა

19 წლის წინ, 1999 წელს, ბილ გეითსმა დაწერა წიგნი, სადაც უახლოესი მომავლის შესახებ 15 მნიშვნელოვანი პროგნოზი გააკეთა. დღეს, 19 წლის მერე პრაქტიკულად ყველა მათგანი უკვე ასრულებულია.

1)      ფასების შედარება ინტერნეტ-სივრცეში. ბილ გეითსი წერდა, რომ გაჩნდებოდა საიტები, რომლის მეშვეობითაც პროდუქტის ყიდვა, ფასების შედარება და მარტივი ანალიზის შედეგად საუკეთესო არჩევანის გაკეთება გახდებოდა შესაძლებელი. დღეს უკვე უამრავი ონლაინ მაღაზიაა, რაც ფასების და პროდუქციის დეტალური მახასიათებლების შედარების საშუალებას იძლევა.



2)      მობილური მოწყობილობები. ბილ გეითსი ვარაოდობდა, რომ გაჩნდებოდა მცირე ზომის, ინტერნეტთან დაკავშირებული მობილური მოწყობილობები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეეძლებოდათ ახალი ამბების გაგება, სასტუმროებისა და თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნა, ბიზნესის წარმოება. დღეს სმარტფონები და ჭკვიანი საათები უკვე აღარავის აოცებს.



3)      სწრაფი გადახდები და ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია. ბილ გეითსი ფიქრობდა, რომ გადასახადების დაფარვა და ექიმთან კონსულტაცია ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელი გახდებოდა. მართალია სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება ჯერჯერობით დისტანციურად ვერ ხდება, თუმცა შესაძლებელია ჩაწერა, კონსულტაციის გავლა, ანალიზებზე პასუხის გაცემა. გადახდებმა კი მთლინად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.



4)      პერსონალური დამხამრეები და საგნების ინტერნეტი. MICROSOFT-ის დამფუძნებელის აზრით გაჩნდებოდა მოწყობილობები, რომლისთვისაც შეგვეძლებოდა რაიმე პროგრამული დავალების მიცემა, ამასთან თავად ის მოწყობილობები შეგვახსენებდნენ მაღაზიაში ან აფთიაქში შევლას, სპორტდარბაზში მოგვცემდნენ რჩევებს... ამასთან ნივთები ერთმანეთთან ინტერნეტით იქნებოდა დაკავშირებული და მათი მართვა დისტანციურად გახდებოდა შესაძლებელი. ნივთების ინტერნეტი პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს, დამხმარეები კი უკვე ნაცნობია. ისეთები როგორიცაა Google Assistant და Amazon Alexa.



5)      სახლის დისტანციურად კონტროლი. დღეს ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ვიდეოკამერა და სმარტფონია საჭირო.



6)      სოციალური მედია. „პირადი საიტები, თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის, სადაც ერთმანეთს გაესაუბრებით, დაგეგმავთ რაიმე ღონისძიებას.“  Facebook-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა აღნიშნული წინასწარმეტყველებაც რეალობად აქციეს.



7)      ავტომატური სარეკლამო შეთავაზებები. ბილ გეითსი ფიქრობდა, რომ ჭკვიანი პროგრამა რომელსაც ეცოდინებოდა ადრესატის სამოგზაურო ტურისა და სხვა საქმიანობის შესახებ, პერსონალურად მასზე მორგებულ რეკლამას გაუგზავნიდა და ურჩევდა სად შეიძლება მიეღო უკეთესი მომსაურება ან ფასდაკლება. ტუროპერატორები, საფინანსო ინსტიტუტები... ამ მეთოდს აქტიურად იყნებენ.



8)      სპორტული მატჩების ონლაინ სივრცეში განხილვა. მოსაზრება, რომ სპორტული მატჩების მიმდინარეობისას ონლაინ სივრცეში კომენტარის გაკეთება, მოთამაშის შეფასება ისეთივე რალური გახდებოდა, როგორც ტელევიზორის წინ, ან სტადიონზე მეგობრების წრეში ახდა.



9)      სმარტ რეკლამები. ბილ გეითსი წერდა, რომ ადამიანებს კოკკრეტულად მასზე მორგებულ რეკლამებს შესთავაზებდნენ. ჭკვიან მოწყობილობას ეცოდინებოდა მისი ინტერესისა და გემოვნების შესახებ და გუგზავნიდა იმ რეკლამას რომლის გაყიდვიას ალბათობაც უფრო დიდი იქნებოდა. დღეს, საძიებო სისტემის გამოყენებისა და საბანკო ბარათით გადახდის დროს, ასევე სოციალურ მედიაში აქტიურობისას ადამიანის შესახებ უამრავი ინფორმაცია გროვდება და მეტნაკლებად სწორად ხარსხდება.



10)  ვებ ბმულები ტელე გადაცემებზე. როგორც ბილ გეითსი ვარაუდობდა, ტელემაუწყებლობა გახდა უფრო ინტერაქტიული. სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელია იმის დადგენა თუ რას უყურუბს ადამიანი. დღეს უკვე იშვიათია მაუწყებლობის ხილვა ვებგვერდის გარეშე.



11)  ონლაინ დისკუსიის პლატფორმა. ბილ გეითსი ვარაუდობდა, რომ ადამიანები ინტერნეტის მეშვეობით შეძლებდნენთავიაანთი პრობლემების, ინტერესების შესახებ საუბარს და გარკვეულ გავლენასაც მოახდენდნენ მთავრობებზე. დღეს კომენტარების ველი თითქმის ყველა საინფორმცაიო საიტს გააჩნია. სადაც ადამიანები საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ, რითაც გარკვეულ სიგნალს უგზავნიან პოლიტიკოსებს.



12)  ინტერესებზე მორგებული საიტები. „ონლაინ გამოცემები გავლენას ვერ მოახდენენ თქვენს  მდებარეობაზე, მაგრამ იმოქმედებენ თქვენს ინტერესებზე“ აცხადებდა 19 წლის წინ ბილ გეითსი. დღეს საიტები თემატურადაა დაყოფილი და მორგებულია სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანზე.



13)  პროექტების მართის პროგრამული უზრუნველყოფა. გეითსის წინასწარმეტყველება, რომ პროექტის მენეჯერი, საჭირო გუნდს ინტერნეტის მეშვეობით შეკრებდა და მათ კონცეფციასა და მიზნებს გააცნობდა ახდა ისევე როგორც სხვა მოსაზრებები



14)  კანდიდატების ინტერნეტით შერჩევა. ბილ გეითსი წერდა: ადამიანები შეძლებენ სამსახურის შოვნას ინტერნეტის მეშვეობით, დამსამქბელები კი მათ შერჩევას. დღეს უამრავი დასაქმების საიტია, სადაც განცხადებები იტვირთება და სამსახურის მაძიებელი რეზიუმეს აგზავნის, მის გარდა არსებობს LinkedIn-იც. სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს დასაქმებაში ეხმარება.



15)  ბიზნესურთიერთობის პროგრამული უზრუნველყოფა. ბილგეითსის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომ ბიზნესის ინტერნეტში დარეგისტრირება, ინტერნეტის მეშვეობით კლიენტზე გასვლა და დაფინანსების მოპოვება გახდბოდა შესაძლებელი ახდა.


 


 


მსგავს თემაზე


IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


უახლოესი მომავლის შესაძლო საფრთხეები


სხვა სიახლეები