• Ƀ/$

კრიპტობაზარი ისევ დაეცა

5 თებერვალი 10:23, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარი კვლავ მინუსშია. ჯამური კაპიტალიზაცია $400 მლრდ-ს ჩამოსცდა. ძირითადი ვალუტები 10-15 პროცენტის ფარგლებში გაუფასურდა.

ბიტკოინის ფასი 10%-ით 8300 დოლარამდე შემცირდა. ეთერიუმის ღირებულება 900 დოლარსაც ჩამოსცდა. რიპლი 82 ცენტამდე გაუფასურდა, ბიტკოინ ქეში 1135 დოლარამდე. კარდანო უფრო მეტად 20%-ით გაუფასურდა. ლაითკოინი და სტელერი 10-10 პროცენტით. ნეო, ეოსი და ნემი კი 13-14 პროცენტით.


სიტუაცია მსგავსია სხვა ვალუტების მიმართაც. კაპიტალიზაციით პიველი 100 ვალუტიდან 98 გაუფასურდა. უმეტესობა 10-15 პროცენტის ფარგლებში, თუმცა ზოგიერთი უფრო მეტითაც მაგალაითად: პოპულუსი 20%-ით, ნანო 21%-ით, ვერჟი 17%-ით, სიკოინი 21%-ით.



სხვა სიახლეები