• Ƀ/$

ბიტკოინმა კიდევ ერთი ფსკერი გაარღვია

6 თებერვალი 10:47, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ ბიტკოინმა მორიგი ფსკერი გაარღვია და დღეს დილით ერთ მომენტში $6-ათასიან ნიშნულსაც კი ჩამოსცდა.

უკანასკნელი დღე–ღამის განმავლობაში ბიტკოინმა ფასის ¼ უკვე დაკარგა და $5 ათასიან ნიშნულამდე ვარდნასაც უნდა ველოდოთ, – აღნიშნავენ კრიპტობაზრების ექსპერტები.


ინტერნეტ პორტალი Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინი 8,2%–ით გაიაფდა $6346–მდე, თუმცა მანამდე 6 ათასიან ნიშნულსაც ჩასცდა. ბირჟაზე Bitfinex ბიტკოინმა ფასის 24,2% დაკარგა, OKEx–ზე – 23%, ხოლო CoinMarketCap–ის მონაცემებით, პოპულარული კრიპტოვალუტის დევალვაციამ 25,8% შეადგინა და $6127–მდე დავარდა.


იგივე CoinMarketCap–ის მონაცემებით, Ethereum–ის ფასი 31,3%–ით დავარდა 581,47 აშშ დოლარამდე, Ripple – 26,6%–ით – 0,598 დოლარამდე, Bitcoin Cash – 29,2%–ით – $800,55–მდე. კრიპტოვალუტების საერთო ბაზრის კაპიტალიზაცია ამ მოენტისთვის $394 მლრდ–ს შეადგენს. ამ მოცულობაში ბიტკოინის წილი 37%–ს შეადგენს, Ethereum–ის – 20%–ს, ხოლო Ripple–ს – 8%.


მიმომხილველები კრიპტობაზრის შოკებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კრიპტოვალუტების რეგულირების მცდელობას და რიგ აკრძალვებს ასახელებენ.


მსგავს თემაზე:


DOW JONES–ის კვალდაკვალ NIKKEI 4,73%–ით დავარდა


სხვა სიახლეები