• Ƀ/$

Dow Jones-ის კვალდაკვალ Nikkei 4,73%-ით დავარდა

6 თებერვალი 11:29, 2018 წელი | ანალიტიკა

ტოკიოს საფონდო ბირჟის საკვანძო ინდექსი Nikkei სამშაბათის ვაჭრობაზე 4,73%-ით დავარდა და 21 610 პუნქტზე დაფიქსირდა.

დღის განმავლობაში, ვაჭრობის შედეგების თანახმად, ინდექსი ნაკლებ ნიშნულზეც ფიქსირდებოდა და უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში რეკორდული კლება განიცადა.


Nikkei–ს ვარდნას წინ უძღოდა ამერიკული ინდექსის Dow Jones 1175 პუნქტით – 4,6%–იანი კლება.


იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ ვითარების კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს.


ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა ხიროსიგე სეკომ თავის მხრივ აღნიშნა, რომ საფონდო ინდექსის ვარდნა არ მიუთითებს პრობლემებზე ეკონომიკაში. „იაპონური კომპანიების შემოსავლები ამ მომენტისთვის რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეკონომიკაში ვითარება უარესდება“, – აღნიშნა მან.


ინდექსების ვარდნაზე გავლენა იქონია ნიკეის მკვეთრმა გამყარებამ, რაც არცთუ სახარბიელო მოვლენაა ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის. იაპონიის სავალუტო ბირჟაზე სავაჭრო სესიის დაწყებიდან დოლარი 1,04%–ით დავარდა.


განალიტიკოსების აზრით, ინვესტორების დაფრთხობა აშშ–ში მოსალოდნელმა ინფლაციამ გამოიწვია. ტელეკომპანია CNN–ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ–ის სამრეწველო აქტივობის ძირითადმა მაჩვენებელმა 2 თებერვლიდან ყველა პოზიცია დაკარგა, რომლებიც წლის დასაწყისიდან მოიპოვა.


მსგავს თემაზე:


ბიტკოინმა კიდევ ერთი ფსკერი გაარღვია


სხვა სიახლეები