• Ƀ/$

კიდევ ერთი ვარდნა – უმდიდრესმა ადამიანებმა ბოლო ერთ დღეში $114 მლრდ დაკარგეს

6 თებერვალი 12:47, 2018 წელი | ანალიტიკა

Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის თანახმად, აშშ-ის ბაზარზე ფასიანი ქაღალდების კურსების მკვეთრი ვარდნის გამო, მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანი ერთ დღეში $114 მლრდ-ით გაღარიბდა.

გადასახადების შემცირებით გამოწვეული ოპტიმიზმი, რასაც ამერიკულ ბაზრებზე იანვარში მკვეთრი ზრდა მოჰყვა, ინფლაციის მოლოდინებით განეიტრალდა, განმართავენ Bloomberg-ის მიმომხილველები.


ყველაზე მეტად საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი დაზარალდა. მისი კაპიტალი, რომელიც Bloomberg-ის მონაცემებით, მოცულობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, 5 თებერვალს $5,1 მლრდ-ით შემცირდა, რის შემდეგაც, Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, ბაფეტის კაპიტალი $85 მლრდს შეადგენს.


გარდა ამისა, საბანკო კომპანია Wells Fargo & Co.-ს ფასი, რომლის უმსხვილესი აქციონერიც იგივე უორენ ბაფეტის კომპანიაა, დღე–ღამეში 9,2%-ით შემცირდა.


Bloomberg–ის ინფორმაციით, ერთ დღეში $1 მლრდ–ზე მეტი კიდევ 17–მა მილიარდერმა დაკარგა, მათ შორის მარკ ცუკერბერგმა, Facebook-ის დამფუძნებელმა. მისი ქონება 5 თებერვალს $3,6 მლრდ–ით შემცირდა და დღეს $74,7 მლრდ–ს შეადგენს.


ზარალს ვერ დააღწია თავი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, რომლის კაპიტალიც $3,3 მლრდ–ით შემცირდა $116,4 მლრდ-მდე. დაზარალებულთა სიას Google-ის თანადამფუძნებლებილარი პეიჯი და სერგეი ბრინი აგრძელებენ – თითოეულმა „შავ ორშაბათს“ $2,3 მლრდ დაკარგა.


ტოკიოს საფონდო ბირჟის საკვანძო ინდექსი Nikkei სამშაბათის ვაჭრობაზე 4,73%-ით დავარდა და 21 610 პუნქტზე დაფიქსირდა.


Nikkei-ს ვარდნას წინ უძღოდა ამერიკული ინდექსის Dow Jones 1175 პუნქტით – 4,6%-იანი კლება.


მსგავს თემაზე:


DOW JONES-ის კვალდაკვალ NIKKEI 4,73%-ით დავარდა


ნავთობის ფასი ვარდება


ბიტკოინმა კიდევ ერთი ფსკერი გაარღვია


სხვა სიახლეები