• Ƀ/$

საქსტატის მონაცემებით, კვების პროდუქტები იანვარში წინა წელთან შედარებით 6,7%-ით გაძვირდა

20 თებერვალი 12:12, 2018 წელი | ანალიტიკა

2018 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან
შედარებით 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი
8,0%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით ფასები 14,3%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, რამაც მთლიანი ინდექსის ფორმირებაში 1,83 პროცენტული პუნქტი შეიტანა.


სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 1,6 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0,11 პროცენტული
პუნქტით აისახა.


ფასები შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე 0,5%-ით, რაც
ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასების კლება
დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-0,7%).


12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:


• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6,9%-ით და
შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 5,59 პროცენტული
პუნქტი შეადგინა.


ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე
(6,7%), აგრეთვე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (12,3%);


• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 14,0%-ით, რაც
მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,91 პროცენტული პუნქტით აისახა;


• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები
გაიზარდა 9,4%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე აისახა 0,48 პროცენტული პუნქტით.


სხვა სიახლეები