• Ƀ/$

იანვარში ექსპორტის ფასების ინდექსი 0,4%-ით შემცირდა

20 თებერვალი 14:17, 2018 წელი | ანალიტიკა

საქსტატის ცნობით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,9%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

ფასების 2,5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი 9,4%-ით გაიზარდა.
ფასების 8,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 15,5
პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინდექსის 6,1 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.

ფასები 42,2%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის
ჯგუფზე, ხოლო 7,5%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე.

რაც შეეხება სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფს, ფასები 4,9%–ით შემცირდა.


სხვა სიახლეები