• Ƀ/$

ბილ გეითსის ფონდი - „Breakthrough Energy Coalition“ საწვავის მიღებას ატმოსფეროდან აპირებს

25 თებერვალი 11:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ენერგიის მოხმარება მთელს მსოფლიოში იზრდება. პარალელურად ეკოლოგიური პრობლემა სულ უფრო და უფრო მწვავდება. მეცნიერები, მთავრობები და ბიზნესმენთა ნაწილი გამოსავლის ძიებაშია. მათგან ერთ-ერთი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსია. 

ენერგიის მოხმარების ზრდის დონე საშუალოდ წლიურ 2%-ს უდრის, ეს კი 35 წელიწადში მოხმარების გაორმაგებას ნიშნავს. თუ 1973 წელს ყველა სახი ენერგიის მოხმარება 6.1 ტრილიონი ტონა ნავთობის ექვივალენტი იყო, 2013 წელს 13.54 ტრილიონი ტონა შეადგინა 122%-ით მეტი. ატმოსფეროში CO-ს კრიტიკულ დონედ დიდი ხნის განმავლობაში 400 ნაწილაკს მიიჩნევდნენ მილიონიდან. კრიტიკული ზღვარი 2015 წელს უკან დარჩა და უკვე დღეს 2018 წლის თებერვალში ამ მაჩენებელმა 408-ს გადააჭარბა. ეს მთელი 42%-ით მეტი ინდუსტრიულ რევოლუციამდელ მაჩვენებელზე. ნახშირორჟანგის წილის ბუნებრივი მატება კი ბოლო 3 მილიონი წლის მანძილზე არ მომხდარა.



მოსახლეობის, ეკონომიკისა და ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად ენერგიაზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება. დაბინძურებული წყლისა და ჰაერის შედეგად ახლაც წელიწადში 6 მილიონი ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი მზარდია. გამოსავალი მხოლოდ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში და განახლებადი ენერგიის გამოყენებაშია.


დღეს ყველაზე მეტი პოპულარობით მზისა და ქარის ელექტროსადგურები. ასევე ელექტრომობილები სარგებლობენ და მათი წილი ბაზარზე საკმაოდ სწარაფად იზრდება. ელექტრომობილი ბენზინზე მომუშავე ავტომობილის #1 ალტერნატივად განიხილება, თუმცა სხვა ალტერნატივებიც არსებობს.


2015 წელს ბილ გეითსმა   „Breakthrough Energy Coalition“ დააარსა. „ინვესტიცია კარბონშემცირებულ მომავალში“ ვკითხულობთ საიტის პიირველ გვერდზე. „ერთად ჩვენ შევძლებთ გარღვევას“ აცხადებს ვიდეო მიმართვაში თავად ბილ გეითსი, რომელმაც ფონდს $2 მლრდ. შესწირა. ბილ გეითსის გარდა ფონდის ინვესტორები არიან: დღეს უკვე პლანეტის უმდიდრესი ადამიანი - ჯეფ ბეზოსი, მისი ჩინელი კოლეგა - ჯეკ მა, მარკ ცუკერბერგი და სხვა მილიარდელები.



ბილ გეითსის ფონდის საქმიანობა მრავალმხრივია. გარდა უკვე ნაცნობი ალტერნატიული ენერგიის სახეებისა ის საწვავის მიღების ისეთ უჩვეულო ხერხზეც მუშაობს როგორიცაა, ზემოთ ნახსენები ატმოსფეროში გატყორცნილი ნახშირორჟანგისგან ბიო დიზელისა და ბენზინის ხელახლა მიღება, რისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდება როგორც გლობალური დათბობის შეჩერება, ასევე ბიო საწვავის დამზადება.


ეკონომისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალური გარღვევა ალტრნეტიული ენერგიის წარმოებაში მას შემდეგ მოხდება, რაც მისი ფასი ტრადიციულისას გაუთანაბრდება, რადგან ადამიანები ეკოლოგიურზე მეტად ეკონომიკურ სტიმულებზე რეაგირებენ. ასეთი დრო კი შორს აღარაა და იქამდე 10 წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი. რაც სეეხება სამთავრობო და კერძო ინიციატივებს, მათი ქმედებით პროცესები მნიშვნელოვნად ჩქარდება.


 


მსგავს თემაზე


ჩინეთი ტყის მასივს, საქართველოს ტოლი ფართობით ზრდის


"სამი ხეობის კაშხალი" - 30 მილიონი ცხენის ძალის მქონე ჰესი


მსგავს თემაზე:

ეკოლოგები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დახურვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ


ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა


საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება



სხვა სიახლეები